Valentine’s Day / ჩემი ვალენტინობის ბარათი

Magtifun-ის კონსურსი “ჩემი ვალენტინობის ბარათი” ეძღვნება კათოლიკე  წმინდან ვალენტინის დღეს,რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება წმინდა ვალენტინი  კონკურსში გამოვლინდება 3 გამარჯვებული- ჟიურის , მაგთის რჩეული დაერთიც ლაიქების საშუალებით.

კონკურსში გამაჯვებული გაემგზავრება რომში — abaa (1)

გახსენით, შეაფასეთ და მოიწონეთ ^^^ კონკურსი

გილოცავთ სიყვარულის დღეს ^^

Advertisements

ამერიკული ზღაპრები|რეცენზია

  როდესაც ქართველ მკითხველს დათო ტურაშვილის შემოქმედების გაცნობა სურს,უმრავლესობა ან თავად ირჩევს ,ან სთავაზობენ,რომ წაიკითხოს მისი სავიზიტო ნაწარმოები „ჯინსების თაობა“,რომელიც საქართველოში გახმაურებული თვითმფრინავის გატაცების მეტ–ნაკლებად დოკუმენტური ასახვაა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა და ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი ,როდესაც მეგობარი შემოვიდა პალატაში და სხვა ვიზიტორებისაგან განსხვავებით ხელში ნარინჯისფერი წიგნი ეჭირა და მკრთალად გავარჩიე წარწერა –ზღაპრები(დანარჩენ ასობგერებს თითები ეფარებოდა) . მაშინვე მივხვდი რა წიგნიც ეჭირა ხელში. მან იცოდა, რომ ტურაშვილის გაცნობის სურვილი მქონდა და  „ამერიკული ზღაპრებით“ დამადგა თავს. საღამოს 6 საათზე წყდებოდა მნახველების საათი და დავიწყე კითხვა, გვერდზე გადავდე „ჯადოსნური მთა“–იმედია, თომას მანი მომიტევებს.უბრალოდ, იმ დროს ზღაპრები უფრო კარგი წასაკითხი იყო ჩემთვის.

  ზოგადად,უცნობი წიგნის სათაური ,ისევე როგორც უცნობი ადამიანის გარეგნობა ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში და დიდ ყურადღებას ვაქცევ. რა თქმა უნდა, შეიძლება სათაური ( ადამიანის  შემთხვევაში გარეგნობა) მაცდური აღმოჩნდეს და შიანაარსი ისეთი მომხიბვლელი არ იყოს როგორც სათაური, მაგრამ ტურაშვილი იმედებს არ მიცრუვებს. ამ მწერალს ნამდვილად შეუძლია ეფექტური სათაურების შერჩევა და სათაურზე დაყრდნობით შინაარსის განვითარება. ავესე მცირედი ინტრიგის მომგვრელია სათაურის ქვემოთ მიწერილი „მხოლოდ დიდებისთვის“ და აღნიშვნის ღირსია ეპიგრაფები,რომლესაც ავტორი ისევე როგორც ამ მცირე რომანში , ზემოთხსენებულ „ჯინსების თაობასა“ და „ჩაძირული ქალაქის ღამეში“ იყენებს და ძალიან მომგებიანადაც.
Continue reading

დამოუკიდებელ კანდიდატთა მიმართვა – ალტერნატიული ხედვა

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ,  დამოუკიდებელი კანდიდატების სტატუსით მონაწილეობა მივიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას და  საკუთარ მოქმედებებს ვაფუძნებთ მხოლოდ  საუნივერსიტეტო ინტერესებზე.

თანამედროვე უნივერსიტეტი  წლების განმავლობაში გადაულახავი  უამრავი პრობლემის წინაშე დგას. უმძიმეს მდგომარეობაშია სასწავლო შენობათა უმრავლესობა; სტუდენტები და ლექტორები არ არიან უზრუნველყოფილნი ელემენტარული პირობებით, რათა მათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა აწარმოონ, თეორიასთან ერთად განავითარონ თავიანთი პრაქტიკული შესაძლებლობები; სათანადო მხარდაჭერა არ აქვს სახელმწიფო ენაზე აქტუალური სამეცნიერო ლიტერატურის შექმნასა თუ თარგმნას; უკიდურესად ცენტრალიზებულია მმართველობითი სისტემები, ერთპიროვნულად ან ნაკლები თანამონაწილეობით, განსხვავებული აზრის გაუთვალისწინებლობით მიღებული გადაწყვეტილებები რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი ინტერესების დაცვისა და წარმოდგენის აუცილებლობის საკითხს; ყველა საუნივერსიტეტო მიმართულებით მთავარ მოთამაშედაა ქცეული შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე მაღალი რანგის ბიუროკრატია, სტუდენტები საუნივერსიტეტო საზოგადოების მეორეხარისხოვან წევრებად ვგრძნობთ თავს. Continue reading

არჩევნები თსუ–ში

ის, რომ თსუში არჩევნები იწყებოდა, გავიგე ერთ–ერთი კანდიდატისგან , რომელიც ცდილობდა მხარდამჭერები მოეგროვებინა და ეს ჯერ კიდევ იმ დროს , როცა არავინ არაფრის საქმის კურსში არ იყო . ვაღიარებ , წარმატებული მეთოდია. ჯერ არავინ არაფერი იცის, პირველი ავრცელებ ინფორმაცის, ითხოვ თანხმობას რომ შენ დაგიჭირონ მხარი , ისინიც გეთანხმებიან და ფაქტობრივად ნახევრად მუჭში გყავს უკვე , თუ უშუალოდ არჩევნების დღემდე შეინარჩუნე ის პრესტიჟი/პატივისცემა/დადებითი ემოცია, რაც პირველი მიწერისას მოიპოვე.

მეც ასე “მომადგნენ” , ჩემი ხმაც თავისად დაიგულეს და მეგოობრებში აგიტაციაც  მთხოვეს .
ის, რომ მათ თითქმია არავინ იცნობს და წარმოდგენაც არ აქვთ ვინ არიან მათთვის არაფერია, მთავარია ხმა მიიღონ და ეს იმიტო უნდა მოხდეს , რომ მე მყავს მეგობრები , რომლებმაც უნდა დამიჯერონ და პირობითად “ანგელა მერკელს” მისცეს ხმა და თუ საჭირო გახდა მერე აუხსნიან ყველაფერს.  არაა, მე ასე მუშაობა არ შემიძლია! )) Continue reading

Justin Bieber

პირველად ამ ახალგაზრდა მომღერლის შესახებ  გავიგე მეგობრისგან , რომელმაც სკაიპში ვიდეო გამომიგზავნა  და მითხრა ნახე რა კარგი ბიჭის ვიდეოს მივაგენიო , რა საყვარელია და რა კარგად მღერისო და როდესაც ვიდეო ვნახე , ჩემი რეაცია იყო – “ვინაა ეს ბავში ? ”  .  მასაც იმავე კითხვა დავუსვი და ცოტა არ იყოს , გაბრაზდა კიდეც. ბავშვი კი არა  , ეს ესა და ესააო (ისტორია თქვენც იცით ) . 

გავიდა დრო და მე არც მისი მუსიკები მომისმენია და არც მასზე მსმენია რამე , მაგრამ გავიდა იდევ უფრო მეტი დრო და თინეიჯერი გოგონების უმრავლესობა მის სახელს გაიძახოდა და მათი მობილურების ზარებსაც ამშვენებდა ” ბეიბე , ბეიბე, ბეიბე  ოოო “ . ბიჭების უმრავლესობას გაუჩნდა პროტესტი ახალგაზრდა მომღერლის მიმართ . ბრალს სდებდნენ და სდებენ , რომ არცხვენს მამრობით სქესს, სახელს უტეხს  და ყველას აღიზიანებს ის ფაქტი , რომ ეს საყვარელი ბავშვი როგორ არის ასეთი პოპულარული , თვითონ ხომ ასეთი “მუჟიკია” და წესით ის უნდა პოპულარულობდეს . კიდე  გავიდა დრო და ადრეული ასაკის თინეიჯერებს უფრო მეტად შეუყვარდათ selenaს საქმრო , ხოლო გვიანდელ თინეიჯერებს უკვე აღიზიანებთ კიდეც ეს “სუპერ სთარი” და სოციალურ ქსელებში გაჩნდა https://www.facebook.com/pages/Dear-God-give-us-back-Kurt-Cobain-and-we-will-give-you-Justin-Bieber-Amen/114419211931416  (Dear God,give us back Kurt Cobain and we will give you Justin Bieber . Amen) ასეთი ფეიჯები .   ჯასტინი ბრალდებულ იქნა , უსმენობასა და უნიჭობაში . ამასთან ერთად მისი ჩაცმულობა და ქცევები მაინც აქტუალური თემაა.

ამ რამდენიმე დღის წინ  დავესწარი საღამოს ” მუსიკა და ადამიანი” , სადაც ფსიქოლოგები( გაგა ნიჟარაძე , გიორგი დონაძე )  და მუსიკოსები იყვნენ – მათ შორის დავით ევგენიძეც . საკითხი შეეხო ბიბერსაც , რომელზეც ორმა მუსიკოსმა თქვა, რომ სულაც არ არის უნიჭო და უსმენო . შევეცდები ერთ– ერთი მუსიკოსის სიტყვების პერიფრაზი გავაკეთო – ” ჯასტინზე არის უამრავი ლანძღვა– გინება, მოიხსენიებენ უშვერი სიტყევბით და სინამდვილეში ის სულაც არაა უნიჭო . საქმე ისაა, რომ მას აქვს ნახევარ მილიარდიანი ყურება ვიდეოებზე , როცა კურტ კობიანი და სხვები 10 მილიონს ვერ ცდებიან . სწორედ იმან , რომ ამდენი მნახველი ჰყავს და ფაქტობრივად სულ ძალით გჩრიან მის მუსიკას გამოიწვია უარყოფითი ემოციები და დამოკიდებულება მის მიმართ, თორემ მას რომ 3 – 4 მილიონი ნახვა ჰქონოდა. აქ, ახლა რამდენიმე თქვენგანი იტყოდით , რომ – იციით , მე გუშინ ერთ ძალიან კარგ ბიჭის ვიდეოები ვნახე იუთუბზე, მოვუსმინე და მომეწონა ” . ამ სიტყვებს დაეთანხმა დათო ევგენიძეც და ჯასტინის რამდენიმე სიმღერასაც კი გაუწია რეკომენდაცია – მაგრამ ისიც დასძინეს  , რომ ეს უაზროდ პოპულარულობა ბიბერისთვისაც კი ზედმეტია ) . Continue reading

აბსურდი ! მარაზმი ! დომხალი ! – ანუ ქაოსი თსუში

მეორე სემესტრის რეგისტრაცია წარმატებით გავიარე . უფრო სწორად, მეგონა, გავიარე .დილით არჩეული საგნები ბაზამ თავისით ამიორთქლა. ჯანმრთელობის გამო ვერ ვახერხებდი უნივერსიტეტში წასვლას , ამიტომ 2 დღის წვალების შემდეგ საგანი დამიბრუნეს , მაგრამ სხვა ლექტორით. მიუხედავად ამისა, მაინც წარმატებულად ვთვლიდი რეგისტრაციას . სწავლის დაწყებამდე კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა ცხრილი , მაგრამ საბედნიეროდ , არცერთი საგანი არ გამწითლებია, რაც იმას ნიშნავს ,რომ დამთხვევები არ მქონდა , იმას თუ არ ჩავთვლით , რომ ერთ კონკრეტულ სრულ დროზე(ერთი საგანი მიმთავრდებოდა და მეორე მეწყებოდა) მეხუთედან მეორე აკადემიურ კორპუსში უნდა ჩამოვსულიყავი .

ვერც სწავლის დაწყებიდან პირველ კვირას მოვახერხე უნივერსიტეტში გამოცხადება, მაგრამ უნივესიტეტის გაუმართავი სტუქტურა ჩემთვის უცხო არაა საგანი ,რომელიც არაფერში მჭირდებოდა და მხოლოდ ლექტორის გამო ავირჩიე , აღმოჩნდა, ლექტორს სქესი შეუცვლია და მამრობითი გამხდარა. ასევე  სემიანარისტი ,რომელიც ჩემს ბაზაში ეწერა, უბრალოდ, არ არსებობს იმ საგანზე .

ამასაც შევეგუე, დავთანხმდი სხვა ლექტორს და არასებულ სემინარისტს ,მაგრამ ყოველგვარ ზღვარს სცილდება ,როცა დღეს შუადღეს სრულიად შემთხვევით შევდივარ ბაზაში და იქ მხვდება ერთ –ერთი საგანის ყველაფერი წაშლილია! 1 საათის შემდეგ ისევ შევდივარ და ვხედავ , ცხრილს წითელი ფერი შეჰპარვია და ჩემი რეაქცია – მადლობა თსუ ! რა იქნება შემდეგი?!

ეს კიდევ არაფერია იმასთან , რაც უნივერსიტეტის თვითმმართველობაში ხდება და რაც სტუდენტთა საყოველთაო აღშფოთებას იწვევს! დაუშვებელია 21–ე საუკუნეში ძალადობით და საქმის გარჩევებით ხდებოდეს პრობლემების მოგვარება. მრჩება შთაბეჭდილება , რომ ვიღაცებს 90–იანების ნოსტალგია შემოაწვა . კრიტიკის , საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და საწინააღმდეგო აზრის გამოხატვისთვის სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებიან!  სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა ეს ინფორმაცია,     წარმოიქმნა ასოციაციები  და გაჩნდა  მსგავსი ფოტოები  .
Continue reading

WELCOME TO REALITY

„რატომ არაფერში მიმართლებს ?!“ – უკვე მერამდენედ გამიელვა თვაში ამ ფრაზამ და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა დიდი ხმით გამოვუცხადე უკმაყოფილო მეს : „ რაში  არ გამიმართლა??  რა გინდა მეტი??  შესანიშნავი ცხორება გაქვა!  გაიხედე გარეთ!! გადაწიე ფარდები და გაიხედე, რას ხედავ?! – აი, ვის არ უმართლებს არაფერში! “

ცოტა შერცხვენილმა (ან კი ვისი მრცხვენოდა საკუთარი თვის?!   სირცხვილი…
რა ცუდი სიტყვაა. ცოტა მაშინებს კიდეც,მაშინაც კი როცა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეორე მესი შეიძლება მრცხვენოდეს) და გაბრაზებულმა(არც საკუთარ თავზე გაბრაზებაა უკვე უცხო,აი მერამდენედ გამიფუჭა გუნება ჩემივე ფიქრმა) საკიდიდან ქურთუკი ავიღე და სარკეში ბოლოჯერ შევხედე საკუთარ თავს..ირონიულად გავუღიმე და კარი გამოვაღე…

ისევ თოვლით დაფარული ქუჩა. სუფთა ,საოცრად სუფთა ჰაერი.. ოხ, როგორ მიყვააარს… სიცივე ჯერ ცხვირზე მელამუნება ,შემდეგ მთელს სახეზე და ბოლოდ მთელი ჩემი სხეულიც უკვე მის განკარგულებაშია…  მცივა, თუმცა კი მსიამოვნებს… ქუჩაში ხალხს ვაკვირდები, თითქოს მეუცხოვება აქაურობა, ათასჯერ გატკეპნილი ჩემი ქუჩაც კი დღეს განსხვავებულად გამოიყურება … ვაკვირდები ხალხს,როგორ ცდილობენ უფრო მეტად ჩაძვრნენ თავიანთ ისედაც საშინლად დიდ მოსაცმელებში. მხოლოდ თვალებიღა უჩანთ და ისიც ისე დაეწვრილებინათ ნამქერისგან თავის ასარიდებლად რომ თავის ცხვირსღა თუ დაინახავდნენ.. მე უფრო თამამად ვწევ თავს და უფრო მეტი სითამამით ვიხსნი ქურთუკს. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს ,თითქოს დედამიწის მთელი ატმოსფეროს ერთად შესუნთქვას ვცდილობ. ამაყად ვუშვერ სიცივეს მკერდს…

და ხმა ზურგს უკან : „ბაბუ გაცივდები“ .
მე მხოლოდ ვიღიმი,და მოტრილებას ვცდილობ.მინდა დავინახო ვინ შეიწუხა თავი ჩემთვის. თბილად ჩაცმული, “გამოწკეპილი“ მოხუცის მომლოდინეს ხელში თითქმის შიშველი,ცალი ფეხსაცმლითითა და ხელში ცელოფნის პარკში გახვეული მეოთხედი პურით,მაგრამ მაინც მომღიმარი შუახნის მამაკაცი შემრჩა.ასაკით არც ისე დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ცხოვრებას გაცილებით დიდი დაღი დაემჩნია მისთვის ,ვიდრე ნებისმიერი ჩვენთაგანი იმსახურებს… საოცარი სითბოთი და სიყვარულის ავივსე …
მივხვდი რომ სადაცაა ცრემლები იფეთქებდა თვალებიდან და მეც თავი დავხარე…

„მაპატიე თუ შეგაწუხა ამ გამოჩერჩეტებულმა მოხუცმა,მაგრამ ბაბუ ისე ცივა უთუოდ გაცივდები…შენი ჭირიმე შეიკარი ქურთუკი“ –გავოგნდი, ენა დამება, ყელში თითქოს ბურთი გამეჩხია,ვიხრჩობოდი… როგორ გამოიყურება ,როგორ აცვია,წარმომიდგენია როგორ წკეპლავს მის მთელს ტანს ეს აუტანელი სიცივე და ის კი ვიღაც ქარაფშუტა ,უცნობ გოგოზე ღელავს და თან ასე თბილად მიმართავს : „ბაბუ“….

და აი მაშინ კი ვიგრძენი სიბრალული.სიბრალული არა მისი არამედ ჩემი თავისა…
მე არაფერში მიმართლებს ხომ?? და ის?? ათასმა ფიქრმა ერთად გამიელვა, ვიდექი და შევცქეროდი ჩემს „ბაბუს“. არ ვიცოდი რა მეთქვა რა გამეკეთებინა,მერე უნებურად ჯიბისკენ ხელი წავიღე ,იქ არც თუ ისე ბევრი მაგრამ მაინც მეგულებოდა ფული.ამოვიღე ,გავუწოდე და „მადლობთ ბატონო ჩემზე ზრუნვისთვის,გთხოვთ გამომართვათ“–შემომხედა, გამიცინა , ასე სათნო ღიმილი ჯერ არ მინახავს. –„ამდენი რათ მინდა ბაბუ?! ღმერთის წყალობით არც ასე მიჭირს ,შენისთანა ახალგაზრდას ფული გამოვართვა,თქვენ უფრო გჭირდებათ ბაბუ, მე შემიწყალებს ვინმე,ფულიანი..“– არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ღირდა კი რამის თქმა?… Continue reading

Blended

“I do not dream any more
I do not smoke any more
I do not have even any more history
I am alone without you
I am ugly without you
I am Like orphan in a dormitory
I do not want any more
Of living my life
My life ceases when you leave
I do not have any more life
And even my bed
Transforms itself into quay of station
When you from go away…
I am sick
Completely sick
As when my mother left the evening
And that it leaving me only with my despair
I am sick
Perfectly sick
Arrive to you one never knows when
You set out again one never knows where
And that will make soon two years
That you of insane…
As with a rock
As with a sin
I am fixed on you
I am tired, I am exhausted
To make pretence be happy
When they are there
I drink every night
even all whiskies
For me have the same taste
And all boats
Carry your flag
I do not know any more where to go you are everywhere…
I am sick
Completely sick
I pour my blood in your body
And I am like a dead bird
When you you sleep
I am sick
Perfectly sick
You deprived to me of all my songs
You emptied me of all my words
However me I had talent
Before your skin…”

Continue reading

თსუ დესპანი

სოციოლოგიის ლექციაზე გამოაცხადეს , რომ კეთდებოდა ასეთი პროექტი “თსუ დესპანი” და თავიდანვე დავინტერესდი , გავაგზავნე ონლიანაპლიკაცია , გავიარე ტრენინგები და სკოლის მეგობართან ერთად გავხდი თსუს დესპანი ქუთაისის 24–ე საჯარო სკოლაში .

უნდა ჩაგვეტარებინა ორი ლექცია.ერთი უშუალოდ უნივერსიტეტის სტრუქტურის გაცნობას ეხებოდა, ხოხო მეორე ლექცია იყო “სახელმწიფო”,რომელიც სოციალუ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კუსის სტუდენტების(გიორგისა და ქეთის) იდეა იყო (მათვე ეკუთვნით საერთოდ ამ პროექტის განხორციელების იდეა) .

სანამ უშუალოდ პროექტს განვახორციელებდი და აბიტურიენტებს შევხვდებოდი,ტელეფონით დავეკონტაქტე(საპატიო მიზეზების გამო , მისვლა ვერ მივახერხე) სკოლის დირექტორს და შევუთანხმე დეტალები.მანაც დიდი სიამოვნებით მიგვიღო და დაგვრთო ნება გვემოქმედა სურვილისამებრ. სკოლაში შესვლისთანავე მე და თამთას თბილი მიღება მოგვიწყევს , ყველას გაუხარდა ყოფილი  მოსწავლეების ნახვა,თან ასეთ ამპლუაში. გაითვალისწინეს რა ჩემი ოპერაციის ამბავი , დიდსულოვნად დაგვითმეს კომპიუტერების ოთახი ,რომლეც არც თუ ისე პატარაა და თან პირველ სართულზეა. შეიკრიბნენ აბიტურიენტები,დირექტორმა გააცნო მათ ჩვენი მისია და ლექციაც დაიწყო.

ლექციაა დავიწყეთ ზოგადი მიმოხილვით , ვინ ვიყავით , რა გვინდოდა და შემდეგ რექტორის ვიდეო მიმართვა ვაჩვენეთ და გავაგრძელეთ. აბიტურიენტები გაგებით მოეკიდნენ იმ ფაქტს , რომ გარკვეული მიზეზების გამო ერთ–ერთი მომხსენებელი მუდამ მჯდომარე უნდა ყოფილიყო და ამ ფაქტს ჩემთვის ხელი არ შეუშლია. მე და თამთას,ორივეს გვეტყობოდა ენთუზიზმი და მზადყოფნა მათგან ნებისმიერი კითხვა მოგვესმინა და ეს მათაც იგრძნეს. ლექცია არ მიმდინარეობდა მხოლოდ ისე, რომ მარტო ჩვენ გველაპარაკა, ვცდილობდით აუდიტორიაც ჩაგვერთო და ამისთვის “გათამაშებაც” მოვაწყეთ , ის ინვენტარი(კალენდარი , ჟურნალი) , რაც თსუდან შემთხვევით ზედმეტი წამოვიღეთ , გავათამაშეთ . აბუტურიენტებს დავუსვით ის მარტივი კითხვები ,რომელიც ჩვენი აზრით, თითოეულ მათგანს უნდა სცდნოდა,მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმემ იცოდა. იმედს ვიტოვეთ, ჩვენი ლექციის მერე დაამახსოვრდებათ. Continue reading

მარტოობის ტყვე

დინ-დონ,დინ -დომ!
კარზე ზარია…
ოთახში ნელი,მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის…

რამდენი ხანია სავარძელიდან არ ამდგარა (ალბათ,დილიდან) ,და გაცილებით მეტი ,ეს თითქმის საუკუნის ზარი დადუმებულა…
ნუთუ ვინმეს გაახსენდა ოთხმოცდაათ წელს მიტანებული,დაჩამიჩებული,უკვე თითქმის უუნარო და ინვალიდი მოხუცი.

-რომელი ხარ?? გულის ცემამ იმატა ნაცნობი ხმის  მოლოდინში.

-კურიერი ვარ ბატონო, ყოველკვირეული გაზეთი მოგიტანეთ.

-კართან დატოვე ბაბუ, ავიღებ მერე.ისე  ჩაიზე ხომ არ დამეწვეოდი? ვერ მოიშალა უცოების შინ შეპატიჟება,სულ ელოდა პასუხს „დიდი სიამოვნებით“ , მაგრამ :

-არა,მადლობთ ,მეჩქარება,ნახვამდის.

-რაღა ნახვამდის ბაბუ,იმედია მშვიდობით..ნეტავ შემდეგ კვირას მაინც წავიდოდე ჩემს ნინოკოსთან… ეს სიტყვები კურიერს აღარ გაუგია და არც მას უთქვამს გამიზნულად,თითქოს წამოსცდაო..

ისევ მძიმე ნაბიჯების ხმა ,ცოტაც და თავის სავარძელში ჩაჯდება …
ჭრაჭ, ჭრუუჭ  აჭრიალდება ძველი, ცოტათი მასზე ახალგაზრდა სავარძელი და მასაც ესტუმრებიან სიზმრის ანგელოზები..

ჭრაჭ, ჭრუჭ და ქუთუთოები ნელა ნელა მძიმდება.თითქოს, სწორედ ისინი ქცეულად სხეულის ყველაზე მძიმე ნაწილებად.
ერთი,ორი,სამი და თველები ეხუჭება ,მერე ცოტა ახელს,თვალის ვიწრო ჭრილში ცელქი მზის სხივები მაინც აღწევს და უსიამოვნო შეგრძნებაც ეუფლება..მსრწლაფ ხუჭავს მთელი ძალით…და სიზმრის ანგელოზებიც მოდიან..

………………………………………………………………………………………………………………………………………………… Continue reading

%d bloggers like this: