პირველი პოსტი , ჩემთვის მრავლისმეტყველი

ეეჰ , როგორ მიყვარდა როცა მიწოდებდნენ ბავშვს. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით , არ ვღიზიანდებოდი ამგვარ მიმართვაზე – პირიქით. მიყვარდა ჩემი სილაღე , ბავშვურობა , ყოველთვის ვერიდებოდი საკუთარ თავთან ჩაღრმავებას . მაგრამ დადგა ეტაპი და ცხოვრებამ არ მომცა საშუალება სულში არ ჩამეხედა.
– რას დავინახავდი ?!
ტრანსფორმაციებს, ტრანსფორმაციებს და მხოლოდ ტრანსფორმაციებს .
– ტრანსფორმაციები უკეთესობისკენ ?
ჰმ , ესეც არ ვიცი , ხან მომწონს, ხან არა .
მოკლედ , დაააკვირდით ფოტოს (განსაკუთრებით გამომეტყველებას)  და მიხვდებით როგორად გადავიქეცი .

P.S. სანამ რამე ახალის დაწერის მუღამზე მოვალ , რამდენიმე ძველ ჩანაწერს დავდებ )))

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • lasha  On 10/02/2012 at 10:54 AM

    რჩევა N1 (რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებს) – ნუ გაუზიარებ შენს ემოციებს ასე ფართოდ და საჯაროდ ადამიანებს ! (პირველ კურსზე, როცა სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, ჩემთანაც იდგა “ტრანსფორმაციების” ხანა, მეც მაშინ გავაკეთე ბლოგი, მაგრამ მაელვე მივხვდი, რომ არავინ არ უნდა იყოს მომსწრე შენი ტრანსფორმაციის პროცესის, ეგ პროცესი მარტომ უნდა გაიარო ან ერთ (იიმ ერთ, განსაკუთრებულ) ადამიანთან ერთად. ნუ იტყვი მაგ ტრანსფერმაციაზე უარს, ეგ გაგზრდის.
    ნაკლები სენტიმენტები აჩვენე ხალხს თუ გინდა რომ მალე მიაღწიო სტაბილურობას (მოჩვენებითს და დროებითს მაინც, რადგან რეალურად არ არსებობს არანაირი სტაბილურობა)
    წარმატებულ ბლოგინგს გისურვებ, თუმცა არ გირჩევ ბლოგერებთან ჩასასტავებას :))

    • George Bloom  On 10/02/2012 at 11:50 AM

      რჩევა ნომერი 1 – იო და მე სხვა ნომრებსაც ველოდი ))
      მადლობა , გავითვალისწინებ ))
      ისე , საკმაოდ ბევრ ბლოგერს ვიცნობ უკვე ))
      ჩასასტავებას – არა, არამგონია .

      • lasha  On 10/02/2012 at 12:23 PM

        ჯერ ხო უნდა გამეგო როგორი რეაქცია გექნებოდა პირველ რჩევაზე :დ იქნება და გეთქვა შენი რჩევა ვის რა სიკვტილად უნდაო :დ ოქეი გავთავხედდები და კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემ :დ
        არ მოხსნა კომენტარებს მოდერაცია,
        არ წერო ზედმეტად პირადი პოსტები,
        ბევრი წერე
        და კიდევ ერთხელ – ერიდე ბლოგერებს 🙂 (ჩემი მხრიდან კი უცნაურად ჟღერს ეგ რჩევა მარა როგორც ჩემი უუუუუსაყვარლესი მეგობრის მეგობარს გეუბნები რა )

  • George Bloom  On 10/02/2012 at 12:29 PM

    ზოგადად , მსმენია ბლოგერების უმრავლესობა მეგობრობას არ ღაიარებსო და “ჩემი უუუუუსაყვარლესი მეგობრის მეგობარს”- ეს ფრაზა მეუცნაურა, შენ ხო ბლოგერობის 3 წლიანი სტაჟს ითვლი . ესე იგი , ყველა ბლოგერი ერთმანეთს არ ჰგავს ))
    ხო და მაგ შენი მეგობრისგან გეცოდინება , რომ მართლა ვერიდები ბლოგერების გარკვეულ ნაწილს )) , მაგრამ ფავორიტი ბლოგერებიც მყავს , ზოგი სუბიექტურად , ზოგიც ობიექტურად მისი ადამიანობისა და წერის კულტურით მომწონს ))

    • lasha  On 10/02/2012 at 1:01 PM

      მმ არ მინდა აქ ყველაფერზე ლაპარაკი. მე უჯიშო ბლოგერი ვარ. არ მევასება ეს ლეიბელინგი და კოლექტივიზმი. მართლა არ ვარ მე ბლოგერი “კლასიკური ქართული გაგებით” აქ არ მინდა საჯაროდ ლაპარაკი თორემ გეტყოდი უფრო მეტს რას გულისხმობს ბლოგერობა უმეტესობის განმარტებით, ისედაც გადაკიდებულები არიან ჩემზე და სადაც საშუალება აქვთ მლანძღავენ (ნუ ერთმანეთში ხო აღარ ვამბობ) :დ

  • George Bloom  On 10/02/2012 at 1:11 PM

    ასე პირდაპირ როგორ გითხრა, მაგრამ მეც მსმენია და მინახავს , როგორ მოგიხსენებენ ხოლმე აუგად ))))
    მეც ვხედავ რა დამოკიდებულებაა ბლოგერების მიმართ და როგორ აფასებენ მათ )) ვაკვირდები ბლოგერების ქცევას (ზოგიერთის ქცევა უბრალოდ, ამაზრზენია) . არიან ბლოგერები , რომლებიც დადებით გრძნობებს აღძრავენ და პატივისცემასა და მოწიწებას იწვევენ ჩემში ))
    არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა აქ წერას , შეიძლება მომბეზრდეს , მაგრამ ვეცდები , რაც შეიძლება,ნაკლებ ადამიანში გამოვიწვიო ნეგატიური გრძნობები ))

    • lasha  On 10/02/2012 at 1:15 PM

      რა თქმა უნდა, ეგენი ყველას ეგრე მოიხსენიებენ, ვინც კოლექტიურ ღლიცინში არ აყვებათ და როცა საჭიროა გააკრიტიკებ 🙂 მოკლედ წარმატებები და ბედნიერად 🙂

      • lasha  On 10/02/2012 at 1:22 PM

        ო და კიდევ ერთი :დ რაოდენობი ხარისხზე არ იმსჯელო 🙂 (ძაან დიდაქტიკური კი გამოვდივარ, მარა ჯასთ გიზიარებ ჩემს გამოცდილებას) :დ

  • George Bloom  On 10/02/2012 at 1:21 PM

    მადლობა , წარმატებები )) გავითვალისწინებს შენს რჩევებს. შემოიარე ხოლმე , თუ გააგრძელა ფუნქციონირება ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: