” რაღაც უხამსი და მავნე “

“ოჰ, სიყავრული იცი?… სხეული, სიყვარული, სიკვდილი- სამივე ერთნი არიან, რადგან სხეული სნეულება და ავხორცობაა და სწორედ ეს იწვევს სიკვდილს. დიახ, ორივე ხორციელია, სიკვდილიცა და სიყვარულიც, სწორედ ამაშია მათი საშინელება და მათი ჯადოსნუი ძალაც! მაგრამ სიკვდილი, ერთი მხრივ ეს არის რაღაც სამარცხვინო, უცნაური, სირცხვილისაგან რომ გაგაწითლებს; მეორე მხრივ – ეს არის მეტად საზეიმო და დიდებული ძალა, ბევრად ამაღლებული, ვიდრე სიცოცხლე, რომელიც ხარხარებს, რადგან ფულს იხვეჭს და მუცელს იყორავს. იგი გაცილებით პატივსაცემია, ვიდრე პროგრესი, ყოველ დროში რომ ლაყბობს. რაგდან სიკვდილი ისტორია კეთილშობოლებაა, ღვთის მოსაობა და მარადიულობაა, ღვთიური მადლია, რის წინაშეც ქუდს ვიდით ფეხის წვერებზე ვდგავართ…ესევეა სხეულიც. სხეული ხორციელი სიყვარული რაღაც უხამსი და მავნეა, თავისი საფარის ქვეშ სხეული შიშისა და სირცხვილისაგან წითლდება და ფითრდება, მაგრამ ამასთანავე, სხეული დიდებული და ღვთაებრივი შარავანდია, ეს არის ორგანული ცხოვრების სასწაულებრივი იერსახე, ფორმისა და სილამაზის წმინათაწმინდა საოცრება. და მისი სიყვარულიც, ადამიანის სხეულის სიყვარულიც უკიდურესად ჰუმანური ინტერესია გამოხატული და აღმზრდელობითი ძალაც მას უფრო მეტი აქვს ვიდრე მსოფლიოს მთელ პედაგოგიკას!… ეს მაცდური ორგანული სილამაზე არც ზეთის საღებავითაა დახატული და არც ქვისაგან გამოათლილი, არამედ ცხოვრებისა და ლპობის აღგზნებით სავსე ცოცხალი და ხრწნადი მატერიისგანაა შექმნილი! აბა, ერთი შეხედე აადამიანური ჩონჩხის ამ საოცარ სიმეტრიას, მხრებსა და თეძოებს, მკერდის ორივე მხარეს აფეთქებულ კერტებს და წყვილად ჩამწკრივებულ ფერდებს, მომრგვალებული, რბილი მუცლის შუაში ჩამჯდარ ჭიპს და ბარძაყებს შორის მიმალულ სქესს! შეხედე, ზურგის აბრეშუმივით კანქვეშ როგორ მოძრაობს ბეჭი, ან ხერხემალი როგორ ეშვება ორმაგ, ქორფა და ფაშფაშა დუნდულებისკენ, შეხედე ძარღვებისა და ნერვების ამ კონებს, ტორსიდან რომ მოდის და ტოტებად რომ იშლება იღლიებში; ანდა, მკლავების აღნაგობა როგორ მიესადაგება ფეხების აღნაგობას! ოო, რა ფაფუკი ადგილებია იდაყვსა და მუხლის შიგნითა სახსრებთან, ხორცის ბალიშებს ქვეშ მიმალული კოხტა ორგანული ფორმებით! რა უდიდესი ნეტარებაა მიუალერსო სხეულის ამ სასაიამოვნო ნაწილებს! ეს ისეთი ნეტარებაა, მისგან მისგან სიკვდილის სანანებლად რომ არ ჩათვლი! დიახ, ღმერთო ჩემო! ნება მომეცი ვიგრძნო ის სურნელი, სასახსრე ჩანთიდან სრიალა ზეთი რომ გამოჰყოფს შენი მუხლის თასის ქვეშ!
ნება მომეცი მოკრძალებით შევახო ბაგე შენს არტერია ფემორალის, შენი ბარძყის თავზე რომ ფეთქავს და უფრო ქვევით წვივის ძვლების ორ-ორ არტერიად რომ ყოფს! ნება მომეცი შენი ფორების გამონაორთქლი და შევეხო შენი სხეულის ღინღლს, წყლისა და ალბუმინის ადამიანურ სახებას, საფალავის ანატომიისათვის რომაა განკუთვნილი! ნება მომეცი ბაგით შენს ბაგეს შეწებებული დავიღუპო! ” – თომას მანი – “ჯადოსნური მთა”

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: