ჯინსის ქოლგა

მინდა მოგიყვეთ “ზღაპრები” , იცოდეთ შეგიყვარდებით ..
მაგრამ არ მინდა , რაღაც გაცივდა ..
საკუთარ თავმა ბრძოლა დამიწყო .. მანაც კარები უმალ გამიღო ..
იცით რა მინდა? სულ აღმა ფრენა , დაბლა დაშვება მხოლოდ საკვებად ..
მინდა ვილტვოდე უკიდეგანოდ,ვიყო ცასთან და ცოტაც მის ზემოთ ..
სულ სამი მეტრით, ციდან სამ მეტრზე და ვეზიარო ჭეშმარიტ გრძნობას ..
მწყურია მასთან ურთიერთობა და დაღალული ფიქრები მაბნევს ..
რაღაც სატირულ ფიქრებს ვუჩივი , გულს არ მისვენებს, გონებას მირევს ..
სულსაც მიხუთავს დაუმონავი, ხანდახან თვალზეც გადამკრავს ბინდებს ..
მირყევს საფუძველს , სადგამს ძირმაგარს ..
მიცვლის მსოფლხედვას წამებს მიწამლავს ..
მაგრამ რავუყო , რით მოვიშორო?!
თავს არ მაჩვენებს , ხელებსაც მალავს , ის უხილავი ტატოს რომ ლახვრავს ..
მივდივარ ბრძოლის შუშაბანდებში , ქარი კვლავ ანჟღრევს მინებს ჩამსხვრეულს ..
მივდივარ , მიმაქვს თან ჩემი მახრა- შეუკონავი , დაუწყობელი ..
ვლამობ სუყველა ლათეში ჩავნთქა ..
ეეჰ , რა გრძელია შუშაბანდები , ქარტეხილებსაც თავისი გააქვთ ..
თეთრი ფარდები სახეში მხვდება, თვალებს მისერავს – ამეტირება..
სად დავემალო , ყველგან მომწვდება.. ვიცი , უთუოდ ვერ გადვურჩები ..
გავურბი ქარებს , ფიქრის ქარაგმებს , კორიანტელი მივსებს სასულეს ..
თვალებს ვიფშვნიტავ , წამწამს ძლივსღა ვწევ ..
ოი , ნეტავი მას აქ რა უნდა? არ მეჩვენება ქოლგაა, ჯინსის ..
წვიმა არ იცი , ამ შუშაბანდებს , მხლოდღა ქარი ესადგურება ..
სულს შეიყურებს , სხეულს დაიცავს, თვალებიც საფრთხეს გადაურჩება ..
ქოლგაა, ქოლგა ფერმკრთალი ჯინსის … .. .

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: