ქართული კულტურის ტრადიციული ღირებულებები

„ორი ან მეტ კულტურასთან ზედაპირული შეხებაც კი გვარწმუნებს, რომ მათ შორის განსხვავებები ურიცხვია. ჩვენ და ისინი გზის სხვადასხვა მხარეზე ვმგზავრობთ, ისინი სხვა ენაზე ლაპარაკობენ. ჩვენი აზრები განსხვავდებიან იმის შესახებ თუ რომელი ქცევაა გიჟური და რომელი ნორმალური, ჩვენ განსხვავებულად გვესმის სიკეთის ცნება. მნიშვნელოვნად ძნელია ყველა კულტურებისათვის დამახასიათებელი საერთო ნიშნების – კულტურული უნივერსალიების – განსაზღვრა.“-როდესაც ეს აბზაცი წავიკითხე,მივხვდი,რომ ჩემი თემა სწორედ ამ სიტყვებით უნდა დამეწყო. მართლაც,რამდენად განსხვავებულია ყველა ქვეყანა თავისი კულტურული ღირებულებებით.გვერდიგვერდ თანაარსებობენ ჩემთვის კულტურის ეტალონად აღიარებული ჩინური და არც თუ ისე დიდი კულტურული ღირებლებების მატარებელი რუსული(ძირითადად, არქიტექტურული კუთხით) კულტურა.მაგრამ რაღა შორს წავიდეთ,თვით ქართულ კულტურაშიც კუთხეების მიხედვით განსხვავებები საკმაოდ დიდი და თვალშისაცემია. მე,დედით მეგრელსა და მამით იმერელს,უამრავი განსხვავება მიპოვია მეგრელებსა და იმერლებს შორის.ორივე კუთხის წარმომადგენლები ქართველები არიან,მაგრამ განხვავებული მენტალობა,განსხვავებული ღირებულებები და განხვავებული მისწრაფებები აქვთ. ჩემი გადმოსახედიდან,მეგრელების მისწრაფება თანამდებობის დაკავებაა და ახერხებენ კიდეც,დღეს თუ საქართველოს მთავრობას გადავხედავთ,ბევრ მეგრულ გვარს წავაწყდებით.იმერლები კი შედარებით ფუქსავატი ცხოვრების მოყვარული ხალხია,ასევე ჩემი დაკვირვებით,მათი დევიზია „არ შემაწუხო-არ შეგაწუხებ“ ან „შენ შენთვის-მე ჩემთვის“ ,მაგრამ ჩემი თაობის წარმომადგენლებში უკვე შესამჩნევია სურვილი გახდნენ წარმატებული ადამიანები. იმერლები მაინცდამაინც არ სწყალობენ მეგრელებს და ამის მიზეზი არის იმერლების ცბიერი ხასიათი.მას შეუძლია სიცილში ბევრი რამ დაგტყუოს და ძირიც გამოგითხაროს,როდესაც მეგრელი რაც არ მოსწონს პირდაპირ გეტყვის და ხშირად ასეთი საქციელით იმერელს საქმესაც უფუჭებს ხოლმე.მოკლედ,იმერელს არ მოსწონს მეგრელის პირდაპირობა და ბრალს სდებს სიფიცხეში და ხშირად მატყუარას სტატუსსაც მიაწერს ხოლმე,მაგრამ მეგრული ხასიათი კარგად ჩანს მეგრულ სიმღერებში,რომელც ძალიან თბილი,თკბილი,ჟღერადი და მელოდიურია,რაზეც იმერელი ყოველთვის ამბობს-მეგრელმა მარტო უნდა იმღეროსო.ანუ დაპირისპირება იქამდე არ მიდის,რომ ერთმანეთის კულტურული ღირებულებები უარყონ. მეგრული გლოვაც კი სიმღერას ჰგავს (იმერელი მასწავლებლები,როცა გოგონას გაშლილი აქვს თმა,ამბობენ „რავა მეგრელის მომკივანი ქალივით გაქ გაშლილი ეგ თმა,ჩქარა ქენი შეიკარი“) რომლის მოსმენაზეც შენდა უნებურად მოგადგება ცრემლები.
თუ ამ ორ კუთხეს სტუმართმოყვარეობის კუთხით განვიხილავთ ძნელი სათქმელია რომელი-რომელს გადასძლევს,მაგრამ მახსოვს „დროების“ მიერ მომზადებული სიუჟიეტი,რომელშიც ცდილობდნენ გაერკვიათ საქართველოს კუთხეებიდან რომლი იყო ყველზე სტუმართმოყვარე და აქ იმერეთმა პირველი ადგილი არავის დაუთმო. იმერეთში ხომ თავის გასაჭირს არავინ განახებს,აქ რარიბიც კი მდიდრად მოგაჩვენებს თავს და თუ მიპატიჟებაზე უარი უთხარი „სულ ამოგხდიან“ და მაინც დაგითანხმებენ მჭადით,ყველით,მწვანილით,ლობიოსა და ღვინით(თუ არ აქვთ,მეზობელთან გადაირბენენ და ესესხებიან-ჩასესხების გარანტიით) დამშვენებულ სუფრაზე.თუ ოჯახი შეძლებულია არც ქათმის დაკლვასა და ხაჭაპურს არ დაგამადლიან.
ძალიან გამიგრძელდა იმერეთისა და სამეგრელოს შედარებითი დახასიათება,ამიტომ ისევ სათაურს დავუბრუნდები და ზოგადად, ქართულ კულტურაზე მოგახსენებთ.

მე არ ვუყურებ ჩემს კულტურას აღმატებული პოზიციიდან,მაგრამ მიმაჩნია,რომ სხვა თუ არაფრით,უდიდესი კულტურული ღირებულებებით მაინც გვიკავია მოწინავე ადგილი მსოფლიოში.
მისალმების ფორმა- მემგონი,ერთადერთი ერი ვართ,რომლებიც შეხვედრისას ერთმანეთს გამარჯვებას ვისურვებს.ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე,რომ არ ვართ ბოღმა და შურიანი ერი და გვსურს ჩვენ ირგვლივ ყველა გამარჯვებული და გახარებული იყოს.

სტუმართმოყვარეობა-მუდმივად ასე იყო და დღესაც ასეა რომ ქართველების სტუმართმოყვარეობას ყველა აღტაცებაში მოქყავდა.“დღეს სტუმარია ეგ ჩემი,თუნც ზღვა ემართოს სისხლისა“-ეს სიტყვები არის ერთ-ერთ პოემაში,რომელიც ნათლად ადასტურებს,რომ „სტუმარი ღვთისაა“ და მასზე პატივისცემა გვმართებს.ქართულში გვაქვს ძველთანაგვე დამკიდრებული სიტყვა “სა-უცხოო”, რომელიც აღნიშნავს განსაკუთრებულს , ანუ ყველაფერი კარგი სტუმრითვის გვინდოდა და ეს ტენდენცია უნდა ამოიძირკვოს. ჯერ თავი ად თავოო ..
რელიგია-ქართველთათვის რელიგიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.მუდამ უწევდა მისი დაცვა,რაც ამტკიცებდა რწმენისადმი დამოკიდებულებას.ერთ-ერთი მიზეზი რომ ჩვენ დღეს აქამდე მოვაღწიეთ,ჩვენი რელიგიის დამსახურებაა.
ადამიანური მოტივები-დიდად ვერ ვერკვევი მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში,მაგრამ ქართული ზღაპრები რომ თბილი,კეთილი და წმინდა ურთიერთობებზეა აგებული,რომელიც ადამიანს ადამიანობასა და სიკეთეს ასწავლის ცხადზე უცხადესია.
ქართული ცეკვები-არ შემიძლია არ გავიხსენო „ქართული გენია როკვით განფენილი“,რომლითაც ქართული ნაციონალური ბალეტი დღესაც ატკბობს საქართველოსა და მსოფლიოს. თუ ადამიანს სურს შეიცნოს ქართველები და ქართული ბუნება მას უნდა აჩვენო ქართული ცეკვები,რომლებიც ძალიან მრავალფეროვანია კუთხეების მიხედვით

ქართული მუსიკა- ქართული მრავალხმიანობა და ჟღერადი მუსიკა,ფოლკლორი,რომელიც ცრელმს ადენს არა მხოლოდ ქართველებს,ყველას ვინც კი მოისმენს და ცნობილი „ჩაკრულო“,რომლითაც ახლა ალბათ,კოსმოსში ტკბებიან.

ქართულ კულტურის ყველაზე დიდი ღირებულება კი მაინც „ვეფხისტყაოსანია“ ,

რომელიც საუკუნეების მანძილზე კიდევ არ კარგავს თავის ფასეულობას.ეს არის ალბათ,უნივერსალური წიგნი,რომელიც ერგება ნებისმიერ საუკუნეს და ყოველი ახალი თაობა მასში თავისთვის მნიშვნელოვანს,ფუნდამენტურს პოულობს და შეუძლია მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენოს.
მოგეხსენებათ,რომ მტერი არასდროს გვყავდა სანატრელი,ისინი „გვსტუმრობდნენ“ დაუკითხავად და ხშირად საუკუნეების მანძილზეც კი რჩებოდნენ,რამაც ასე თუ ისე გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებზე. მაგალითან,დღეს ქართულ სუფრაზე ღვინის დაძალების ტრადიცია მომდინარეობს მონღოლებიდან და საერთოდაც, სხვადასხვა დამყრობი განვითარების სხვადასხვა გეზს აძლევდა ქართულ კულტურას და ამიტომაა რომ ქართველი ხალხი დღეს ძირითადად კონსერვატიული ხასიათისაა,ეშინია პროგრესის და ყოველთვის პესიმისტურად უყურებს სიახლეს.ქართველი ხალხის უარყოფითი თვისებაა არაპუნქტუალობა.მაგალითად,თუ ჩვენ სადმე მისვლას 10-15 წუთით გადავაცილეთ,დაგვიანებათ არ ვთვლით,როცა გერმანელების ან ამერიკელებისათვის 1 წუთიც კი საკმარისია რომ არაპუნქტუალობაში დაგდონ ბრალი. მაგრამ ეს ტენდენციები ნელ-ნელა იძირკვება და ვხედავ რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჩემი თანატოლი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი,იზრუნონ პიროვნულ წარმატებებზე და ცდილობენ დრო რაციონალურად გამოიყენონ.
კულტურასა და ტრადიციებზე საუბრისას მახსენდება ქართული კულტურის დღეები ლიტვაში,რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ანშლაგით მიმდინარეობდა.დარწმუნებული ვარ,ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი შედეგი იქნებოდა,რადგან ქართული კულტურა საკმაოდ საინტერესო,მრავალფეროვანი და მიმზიდველია. და არ ვიცი ჩვენი ეკონომიკა ყვავის თუ არა,მაგრამ კულტურულ ცხოვრებას რომ გამოღვიძება ეტყობა და აყვავებასაც იწყებს ეს საკმაოდ თვალშისაცემია.
მიმზიდველია აგრეთვე ახალი ზელანდიური კულტურა,რომელიც ბოლო დღეებია საქართველოში ყველაზე პოპულარული „საღადაო“ თემაა,მაგრამ 2004 წელს საქართველოშიც მოხდა კურიოზული ფაქტი-მოგეხსენებათ,რომ საქართველოს სიმბოლოა წმინდა გიორგი,რომელიც მახვილით გმირავს გველეშაპს და ეს ცხოველი კი სიწმინდეა ჩინურ კულტურაში.როდესაც ჩინეთის დელეგაცია ჩამოვიდა და მისაღებ ოთახში წმინდა გიორგის ეს ხატი დაინახეს გაოცდნენ და გაუკვირდათ-რას ერჩით ამ წმინდა ცხოველსო. ამიტომ,ასეთი კურიოზების თავიდან აცილების მიზნით,საჭიროა ასე თუ ისე ვიცნობდეთ ჯერ ჩვენს,შემდეგ კი სხვა ქვეყნების კულტურებს.

ბოლოს,ისევ მინდა ვთქვა,რომ საქართველო უდიდესი კულტურის მატარებელი ქვეყანაა,აქვს უამრავი ღირსშესანიშნაობა,უგემრიელესი სამზარეულო,უძველესი არქიტექტურა და ცხოვრობს საოცარი ხალხი ეს ყველაფერი ერთად კი მას ადგილს უმკვიდრებს მსოფლიოს ქვეყნებს შორის და მიმზიდველია ტურისტებისათვის.ჩემთვის კი,ამ მხრივ ყველაზე ეგზოტიკური ქვეყნები-ჩინეთი,იაპონია და ეგვიპტეა.

ვაპირებ,რომ ამ ქვეყნების კულტურა უფრო დაწვრილებით შევისწავლო.

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • ეგვიპტე ისეთი მრავალფეროვანია, რომ… :დ
    ძირს ვეფხისტყაოსანი :დ
    ტყუილის თქმა იმერელს უფრო შეუძლიაო? :დ
    ქართველს რომ ქართველი უყვააარს, ისე… :დ

    • George Bloom  On 11/02/2012 at 3:03 PM

      ეგვიპტე ჩემთვის ეგზოტიკურია ))
      ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის განვითარება არც მე მომწონს , მაგრამ ბევრ კითხვაზე რომ იძლევა პასუხს თვალნათლივი და ცალსახააა.
      ტყუილის თქმას რაც შეეხება, ეგ ჩემი ,შეიძლება უხეირო, დაკვირვებაა )) მეგრელი უფრო პირდაპირია ვიდრე იმერელი .

  • Lasha Dalakishvili  On 11/02/2012 at 3:49 PM

    აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესობა ასე ფიქრობს,რომ იმერლები აფერისტები არიან,თუმცა,გამონაკლისების გარდა,რა თქმა უნდა. 🙂

  • orphan  On 12/02/2012 at 10:54 AM

    კარგა ხანია ქართველებზე და საქართველოზე კარგი არ წამიკითხავს და ახლა ძალიან მესიამოვნა შენი პოსტი გაგა.ნუ მეგრელებთან და იმერლებთან დაკავშირებით რაგაცებს არ დავეთანხმე მაგრამ მაინც კარგი იყო.ხო კიდევ,ბევრი ცუდი გვაქვს მაგრამ კარგი არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს თავს.

    P.Sველოდები შენს შემდეგ პოსტებს :)))))))))))

    • George Bloom  On 12/02/2012 at 1:44 PM

      ხო ,ძირითადად ცუდს წერენ . ყველგან ნეგატიური განწყობა და პესიმიზმია . ამიტომ გადავწყვიტე რაც მართლა კარგი გვაქვს , წინ წამოგვეწია ))
      მადლობა , რომ კითხულობ ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: