პირველი სემესტრი თსუ–ში

ნახევარი წელი თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში  – დამეთანხმებით, არც ის ცოტა დროა    სიტუაციაში გასარკვევად და ყველაფერის დასალაგელად.ვერ გეტყვით , რომ უნივერსიტეტმა არაფერი შემძინა, ან ტყულად ჩავაბარე და აქ სიარული დროის კარგვაა, რასაც სტუდენტები ხშირად დაიჩივებენ ხოლმე. პირველ რიგში , გამიმართლა და არაჩვეულებრვი კურსელები შემხვდა. ძალიან ბევრთან მაქვს კარგი ურთიეთობა, მაგრამ რამდენიმე განსაუთრებით მიყვარს .

არის ერთი კურსელი ,რომელიც არ  მელაპარაკება(ჩემი ბრალია), მაგრამ მე მაინც დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ.ამ სემესტრში გავიარე ექვსი საგანი და ლექტორებში ასე თუ ისე გამიმართლა. მყავდა არაჩვეულებრივი სოციოლოგის ლექტორი და შესაბამისად ამ საგანში ყველაზე მეტი შევიმეცნე და ყველაზე ცოტა იმ საგანში,რომელსაც პროფესიასად ვირჩევ .

სგნების არჩევაზე პრობლემები არ შემქმნია, ბაზებიც დროულად გაიხსნა და სასურველი ლექტორებიც მარტივად შევარჩიე, ერთი გამონაკლისის გარადა .იყო ხარვეზებიც , რამდენჯერმე აუდიტორიის და ერხელ ლექციის დროის შეცვლა . არა, ახლა გამახსენდა , ერთ ლექტორი მუდმივად 1 საათით აგვიანებდა . არც მაღლივში სიარული მხიბლავდა, მაგრამ ყველაფერს ადვილად ავუღე ალღო და ეს დატვითული გრფიკიც კი მახალსებდა . ის უდიდესი შუალედი, რომელიც ოთხშაბათობით მქონდა ლექციებს შორს ,საუკეთესო საშუალება იყო მეგობრების სანახავად .
ავარჩიე პროფესია და საუბედუროდ , ჩემი პროფსიის სტუდენტებს თსუ–ს ყველაზე საშინელი კორპუსი გვერგო წილად (ეს ერთადერთი რაღაც არის,რასაც დადებითი მხარე ჯრ ვერ ვუპოვე) . ალბათ გაგიკვირდებათ, ასეთი არსასურველი პირობია , გაუმართავი სისტემაა და როგორ მოგწონს, ან შეცვლას რატომ არ ცდილობო ?.

ადამიანი როცა უარესს ელოდება და ცუდი ხვდება , იმ ცუდს უკვე ტაგედიად აღარ აღიქვამს.ვიცოდი სად მოვდიოდი და ისიც ვიცოდი ოქროს კოშკები კი არა კოშკები საერთოდ არ დამხვდებოდა,გაცილებით უარეს სიტუაცის ველოდი. თან ადამიანები , რომლებიც აქ გავიცანი გაცილბით უფრო ძვირფასია , ვიდრე უნიერსიტეტი და მისი სტრუქტურა. ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა ისევე სიამოვნებაა , როგორც ვამპირსთვის სისხლის მიღება . მე მჭირდება ადამიანური ურთიერთობები და სიხალასე, რაც თსუ–ში ნამდვილად არის .

რაც შეეხება უკეთესობისკენ  შეცვლას , ვერ გეტყვით, რომ ყველაფრს ვაკეთებ ამისთვის , მაგრამ ვცდილობ თუ რამით შემიძლია დავეხმარო ჩემს უნივრსიტეტს. გვერდში დავუდგე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჯანსაღი,არგუმენტირებული კრიტიკის , დიალოგისა და მლაპარაკების გზით ცდლობენ მიაღწიონ მიზანს . აქტიურად ვარ ჩრთული უნივერსიტეტის პოულარიზაციის მიზნით შექმნილ პროექტში „თსუ დესპანი“ (ამაზე მოგვიანბით). ახლახანს გაიხსნა პირველი კორპუსი და რქტორის თქმით, ეს ბევრ პრობლემას მეტ–ნაკლებად გდაჭრის, მაგრამ გასაკეთებელი ,რა თქმა უნდა , კიდევ ბევრია .

ჰო, იმედს ვიტოვებ, რომ თსუ–ს მეტი საეჭვო რეპუტაციის უნივერსიტეტი აღარ შეემატება , თორე (კიდევ უფრო მეტად) ცუდად იქნება ჩვენი საქმე.

ამ ყველაფადრის გადალახვაში და სიამოვნების მიღებაში ჩემი პოზიტივისტური მიდგომა მეხმარება და თქვენც იმავეს გირჩევთ, მაგრამ ობიექტურად განსჯის უნარი არასდროს დაკარგოთ. მხოლოდ სხვისი მაყურებელი თვალით არ იყუროთ, თქვენიც ფართოდ უნდა გქონდეთ გახელილი  და ცხორებისგან სიამოვნება მიიღოთ .

P.S.  არათანმიმდევრულობა მაპატიეთ და ბოლო მოწოდებაც არ ჩამითვალოთ თავხედობაში.

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • ani  On 21/02/2012 at 7:37 AM

    შენც რა კარგი ხარ ❤

  • tamo  On 21/02/2012 at 11:12 AM

    rogor momwons :)) warmatebebii :*

  • razmua  On 21/02/2012 at 11:58 AM

    “არის ერთი კურსელი ,რომელიც არ მელაპარაკება(ჩემი ბრალია), მაგრამ მე მაინც დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ”
    შენი ბრალი თუა იქნები დადებითად განწყობილი მარა იქნება :))))

  • M_E_M  On 21/02/2012 at 1:25 PM

    “არის ერთი კურსელი ,რომელიც არ მელაპარაკება(ჩემი ბრალია), მაგრამ მე მაინც დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ”

    როგორ მესმის შენი!!! პირველ კურსზე ვის არ ყოლია ეგეთი კურსელი, შემთხვევით რომ გაუბრაზებია, უნებლიეთ და ის კიდევ ზედმეტად ბუტია აღმოჩენილა…. :))) დრო გავა და დაგელაპარაკება, მა რა იქნება 😉 სამაგიეროდ გაითვალისწინებ და უფრო ფრთხილად იქნები, რომ სხვაც არ მონდურო… მადლობა უთხარი იმ ერთ კურსელს, მან ხომ გასწავლა “რაღაც”… თუნდაც “მისნაირებთან” მოქცევა 😉

    • George Bloom  On 21/02/2012 at 3:01 PM

      ჰოო, მეც ეგრე აღვიქვი , ვცადე გამოსწორება და არ გამომივიდა. ახლა უკვე მისი ჯერია . ))

  • მარიამი  On 21/02/2012 at 3:45 PM

    ავადსახსენებელ მესამე კორპუსს მე ვუპოვნე დადებითი :ნაბოლარა:
    როცა კი ვხედავ, სულ ფანტაზიებს აღმიძრავს, არგადაღებული ფილმის სიუჟეტები მებლანდება გონებაში :დ
    ხოდა ამგვარად, მაყურებლის პოზიციიდან გამაქვს არც თუ ისე სასიამოვნო რეალობა, თან ფანტაზიის წავარჯიშება, ცოტა საქმე როდია :დ = )

    • George Bloom  On 21/02/2012 at 4:39 PM

      ხო , მე კლინიკები და ფილმებიდან დაძაბული სიუჟეტები მახსენდება ))

  • თამი ^_^  On 21/02/2012 at 5:40 PM

    ” ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა ისევე სიამოვნებაა , როგორც ვამპირსთვის სისხლის მიღება ”_ ორიგინალურობა პიკშიაააა ^_^ ^_^ ^_^
    პ.ს. მესამე კორპუსი,მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ,ადრე საგიჟე ყოფილა O_o )) ღმერთმანი,რატომ არ მიკვირს ნეტავ ))

    • George Bloom  On 22/02/2012 at 7:19 AM

      არც მე მიკვირს. ფსიქიატრიულისთვის ზედგამიჭრილი ადგილია ))
      მადლობა :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: