როცა არავისზე ხარ დამოკიდებული

მახსოვს,ერთხელ, ერთმა ეტლში მჯდარმა მოხუცმა,რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო მარტო იყო სახლიდან გამოსული,მთხოვა, დავხმარებოდი აღმართზე ასვლაში. მეც, რა თმა უნდა, უყოყმანოდ დავეხმარე და საკმაოდ მძიმე „საქმე“ აღმოხნდა, მერე რამდენიმე დღე კისრისა და მკლავის კუნთები მტკიოდა. მაგრამ სახეზე ღიმილი არ მომშორებია, რადგან მე ვიღაცას დავეხმარე, მაგრამ იმ კაცს უნდა კი ვინხმეზე იყოს დამოკიდებული ? უნდა კი, დღეგამოშვებით სახლიდან იმ იმედით გამოდიოდეს,რომ ვიღაც დადებითი გამვლელი შეხვდება და გადაადგილებაში მიეხმარება. უნდა კი გამვლელების მზერას და თითის შვერას უყურებდეს ? – ვფიქრობ , არა, რადგან ეს ყევალაფერი ნაწილობრივ ჩემს თავზე გამოვსცადე.

ახლა საავადმყოფოში ვარ … ოპერაციის მესამე დღეა და  დამოუკიდებლად მხოლოდ რამდენჯერმე დავლიე წყალი. რაც საავადმყოფოში ვწევარ დედაჩემი არ მომშორებია, ხან რას მიკეთებს , ხან რას. არ სძინავს , არ ჭამს და უნდა ყველაფერი ჩემ ნაცვლად გააკეთოს. ოპერაციასაც ჩემ მაგივრად გაიკეთებდა,რომ შესძლებოდა. მიუხედავად იმისა,რომ ექიმი უკრძალავს ჩემ დახმარებას და მეც მინდა დამოუკიდებლად ვმოქმედებდე, დედა მაინც არ ნებდება და უნდა ყველაფერი შემიმსუბუქოს.

დღეს,ამ საღამოს,შემოვიდა ექთანი , ნაოპერაციები შემიხვია და ფეხზე დადგომა მთხოვა– გამიკვირდა …
ჰო, ჰო , ადექი რას მიყურებო  .
ლოგინზე წამოვჯექი და ყავარჯნები დამაკავა, ამოიცვი შარვალი სასეირნოდ მივდივართო . დაღლილ – დაქანცულს სახეზე ღიმილი ამითამაშდა…
სულ მეგონა,რომ ყავარჯნებით სიარული ადვილი იყო , მაგრამ აღმოჩნდა,რომ თურმე მასაც სწავლა უნდა. სიარულს თავიდან ვსწავლობ …

მთელი დერეფანი გავიარე, ჩემით ,დამოუკიდებლად და დერეფნის ბოლოში დავჯექი .  მართალია დავიძაბე, სუნთქნა შემეკრა, პირიც გამიშრა, მაგრამ შეგრძნება, რომ რაღაც შენითაც შეგიძლია გააკეთო,სხვის დაუხმარებლად და გამვლელები თანაგძნობის თვალით არ გიყურებენ , დაღლილობას  უკანა პლანზე სწევს . ტკივილი გავიწყდება, დაღლილობა გიქრება და გული შვებით გაქვს  სავსე .

გგონია, მთელი სამყარო გიყურებს და ხვდება , რომ შენ ყველაფერი შეგიძლია, რადგან, თავად გაქვს ასეთი შეგრძნება…
სუნთქვა საოცრად ჯანსაღი და ღრმაა …

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • მარიამი  On 23/02/2012 at 11:06 AM

    = )

  • მაგრამ იმ საწყალი მოხუცის პრობლემა ისევ გადაუჭრელია – რაც შეიძლება ბევრი მოხუცთა თავშესაფარი უნდა გაიხსნას – აი გამოსავალი! :დ თითქოს დასკვნა აკლია :პ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: