მარტოობის ტყვე

დინ-დონ,დინ -დომ!
კარზე ზარია…
ოთახში ნელი,მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის…

რამდენი ხანია სავარძელიდან არ ამდგარა (ალბათ,დილიდან) ,და გაცილებით მეტი ,ეს თითქმის საუკუნის ზარი დადუმებულა…
ნუთუ ვინმეს გაახსენდა ოთხმოცდაათ წელს მიტანებული,დაჩამიჩებული,უკვე თითქმის უუნარო და ინვალიდი მოხუცი.

-რომელი ხარ?? გულის ცემამ იმატა ნაცნობი ხმის  მოლოდინში.

-კურიერი ვარ ბატონო, ყოველკვირეული გაზეთი მოგიტანეთ.

-კართან დატოვე ბაბუ, ავიღებ მერე.ისე  ჩაიზე ხომ არ დამეწვეოდი? ვერ მოიშალა უცოების შინ შეპატიჟება,სულ ელოდა პასუხს „დიდი სიამოვნებით“ , მაგრამ :

-არა,მადლობთ ,მეჩქარება,ნახვამდის.

-რაღა ნახვამდის ბაბუ,იმედია მშვიდობით..ნეტავ შემდეგ კვირას მაინც წავიდოდე ჩემს ნინოკოსთან… ეს სიტყვები კურიერს აღარ გაუგია და არც მას უთქვამს გამიზნულად,თითქოს წამოსცდაო..

ისევ მძიმე ნაბიჯების ხმა ,ცოტაც და თავის სავარძელში ჩაჯდება …
ჭრაჭ, ჭრუუჭ  აჭრიალდება ძველი, ცოტათი მასზე ახალგაზრდა სავარძელი და მასაც ესტუმრებიან სიზმრის ანგელოზები..

ჭრაჭ, ჭრუჭ და ქუთუთოები ნელა ნელა მძიმდება.თითქოს, სწორედ ისინი ქცეულად სხეულის ყველაზე მძიმე ნაწილებად.
ერთი,ორი,სამი და თველები ეხუჭება ,მერე ცოტა ახელს,თვალის ვიწრო ჭრილში ცელქი მზის სხივები მაინც აღწევს და უსიამოვნო შეგრძნებაც ეუფლება..მსრწლაფ ხუჭავს მთელი ძალით…და სიზმრის ანგელოზებიც მოდიან..

…………………………………………………………………………………………………………………………………………………

გათენდა ,თვალებს ახელს და გაზაფხულის სურნელით გაჯერებულ ჰაერს ხარბად ჩაისუნთქავს.ცოლისკენ იხრება.მას ისევ ანგელოზივით სძინავს… ასეთი ლამაზი, თითქოს , არასოდეს უნახავს. მშვიდი,ღიმილიანი,მარმარილოსავით თეთრი კანი,ოდნავ წამოწითლებული ღაწვები,რომელსაც მხოლოდ ის და ცელქი სიო თუ შეხებია…
და მარწყვივით ტუჩები,არა მხოლოდ იმიტომ,რომ მასავით წითელია– უფრო მასავით ტკბილი და გემრიელი. ახლაც რომ დასაგემოვნებლად იწვევენ..მაგრამ..შეეშინდა ..არ გავაღვიძოო და ჰაეროვან კოცნასღა დასჯერდა…ფთხილად,თითქმის უხმაუროდ წამოდგა,გაემზადა. სახლიდან გასვლისას პირჯვარი გადასახა და უფლისათვის ასეთი ბედნიერების გამო მადლობის გადახდაც არ დავიწყნია…

………………………………………………………………………………………………………………………………………………….

ისევ ეხილება თვალები,ისევ ჩასძინებია და ისევ ის სიძმარი აგერ ორმოცი წელია რომ გრძელდება: ბოლო დღე ნინოსთან ერთად,ნეტავ ბოლოჯერ ეკოცნა,ნეტავ გაეღვიძებინა ,
უკანასკნელად მაინც მოისმენდა მის ნაკადულივით წკრიალა ხმას…

 ცრემლებმა იფეთქეს თვალებიდან და მანაც სწრაფად,თუმცა დიდი ძალისხმევით თვალებზე ხელი აიფარა,თითქოს, შეეშინდა არავის შემამჩნიოსო…

ფიქრებია აერია ,ყველა სიტყვამ ,
მოგონებამ ერთად მოიყარა თავი..

ტიტინა ბავშვებივით ერთმანეთში პირველობას არც ერთი თმობდა და ისიც ცოტა დაიბნა. მერე ერთ მწკრივად დალაგდა ყველაფერი…
სიტყვებმა,მოგონებებმა თავიანთ კალაპოტში დაიწყეს დენა…
ისევ დამძიმდა ქუთუთოები … ნელა,ნელა ქვემოთ დაიწყეს დაშვება..
ანგელოზები კვლავაც მოვიდნენ,მაგრამ ამჯერად სიზმრისა არა!! 
( Louri )

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: