თსუ დესპანი

სოციოლოგიის ლექციაზე გამოაცხადეს , რომ კეთდებოდა ასეთი პროექტი “თსუ დესპანი” და თავიდანვე დავინტერესდი , გავაგზავნე ონლიანაპლიკაცია , გავიარე ტრენინგები და სკოლის მეგობართან ერთად გავხდი თსუს დესპანი ქუთაისის 24–ე საჯარო სკოლაში .

უნდა ჩაგვეტარებინა ორი ლექცია.ერთი უშუალოდ უნივერსიტეტის სტრუქტურის გაცნობას ეხებოდა, ხოხო მეორე ლექცია იყო “სახელმწიფო”,რომელიც სოციალუ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კუსის სტუდენტების(გიორგისა და ქეთის) იდეა იყო (მათვე ეკუთვნით საერთოდ ამ პროექტის განხორციელების იდეა) .

სანამ უშუალოდ პროექტს განვახორციელებდი და აბიტურიენტებს შევხვდებოდი,ტელეფონით დავეკონტაქტე(საპატიო მიზეზების გამო , მისვლა ვერ მივახერხე) სკოლის დირექტორს და შევუთანხმე დეტალები.მანაც დიდი სიამოვნებით მიგვიღო და დაგვრთო ნება გვემოქმედა სურვილისამებრ. სკოლაში შესვლისთანავე მე და თამთას თბილი მიღება მოგვიწყევს , ყველას გაუხარდა ყოფილი  მოსწავლეების ნახვა,თან ასეთ ამპლუაში. გაითვალისწინეს რა ჩემი ოპერაციის ამბავი , დიდსულოვნად დაგვითმეს კომპიუტერების ოთახი ,რომლეც არც თუ ისე პატარაა და თან პირველ სართულზეა. შეიკრიბნენ აბიტურიენტები,დირექტორმა გააცნო მათ ჩვენი მისია და ლექციაც დაიწყო.

ლექციაა დავიწყეთ ზოგადი მიმოხილვით , ვინ ვიყავით , რა გვინდოდა და შემდეგ რექტორის ვიდეო მიმართვა ვაჩვენეთ და გავაგრძელეთ. აბიტურიენტები გაგებით მოეკიდნენ იმ ფაქტს , რომ გარკვეული მიზეზების გამო ერთ–ერთი მომხსენებელი მუდამ მჯდომარე უნდა ყოფილიყო და ამ ფაქტს ჩემთვის ხელი არ შეუშლია. მე და თამთას,ორივეს გვეტყობოდა ენთუზიზმი და მზადყოფნა მათგან ნებისმიერი კითხვა მოგვესმინა და ეს მათაც იგრძნეს. ლექცია არ მიმდინარეობდა მხოლოდ ისე, რომ მარტო ჩვენ გველაპარაკა, ვცდილობდით აუდიტორიაც ჩაგვერთო და ამისთვის “გათამაშებაც” მოვაწყეთ , ის ინვენტარი(კალენდარი , ჟურნალი) , რაც თსუდან შემთხვევით ზედმეტი წამოვიღეთ , გავათამაშეთ . აბუტურიენტებს დავუსვით ის მარტივი კითხვები ,რომელიც ჩვენი აზრით, თითოეულ მათგანს უნდა სცდნოდა,მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმემ იცოდა. იმედს ვიტოვეთ, ჩვენი ლექციის მერე დაამახსოვრდებათ.
                                                                           თამთა იწყებს პრეზენტაციას

ჩვენი მიზანი იყო არ გველაპარაკა მხოლოდ ის რაც რიდერებში იყო მოცემული , მათ გულრწფელად და ღიად ვესაუბრეთ თუ როგორ ვხედავთ ჩვენ უნივერსიტეტს, თუმცა რიდერიდან არ გადაგვიხვევია. მათ ძალიან დააინტერესად იმ რეფორმებმა რაც 2008 წლიდან განხორციელდა და დაწვრილებით მოვუყევით თუ რას ითვალისწინებდა ეს პროგრამა და მეიჟორ–მაინორის პროგრამაც გავაცანით. აღმოჩნდა , რომ მე და თამთას გარდა,იქ ლექცია უნდა ჩაეტარებინა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს , და როცა ჯერი ამ ფაკულტეტის დახასიათებაზე მიდგა, მან ამომწურავად ისაუბრა. შემდეგ ისევ თამთამ განაგრძო და ჰუმანიტარული მეცნიერებების პოპულარიზაციას შეუდგა. ჩემი ჯერიც დადგა და მაქსიმალურად შევეცადე სოც–პოლის პროპაგანდა მომეხდინა,რამდენად გამომივიდა არ ვიცი , ამას მათი არჩევანი გვაჩვენებს ,მაგრამ მე მართლა ძალიან მიყვარს ჩემი ფაკულტეტი .
                                                                   ნინო აკეთებს თავისი ფაკულტეტის პრეზენტაციას 

აღსანიშნავია,რომ სხვა უნივერსიტეტებთან შედარება პირველად სკოლის დირექტორმა წამოიწყო და ამას, რა თქმა უნდა, მოსწავლეებიც აყვნენ. დირექტორმა მათ მოუყვა განვლილი წლები ადგილობრივ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პირველს დაკარგულ წლებად მიიჩნევდა,ხოლო მეორეს ნაყოფიერად. იმის გამო , რომ არ მინდოდა ეს ყველაფერი უნივერსიტეტების შედარებამდე დასულიყო , სიტყვის გაგრძელება ვითხოვე და ისიც აღვნიშნე , რომ ჩვენი მიზანი იყო ჩვენს უნივერსიტეტზე საუბარი.

სამწუხაროდ , ამის შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ დაგვტოვა უცნობი მიზეზების გამო  და ჩვენ განვაგრძეთ . მათ მოვუყევი ლექტორებზე და განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ნიკო ნერგაძემ და სერგი კაპანაძემ . რამდენიმე კითხვა დაისვა ნერგაძესთან დაკავშირებით . თან დღევანდელი დღე დაემთხვა ბაზების გახსნას და საგნების არჩევის პროცესს ,ასე რომ მათ ამ პროცესსა და მის მნიშვნელობაზეც ვესაუბრე. დასაქმებაზე გადავედით და კიდევ რამდენიმე მოსწავლემ დაგვტოვა, ალბათ მასწავლებლებთან ეჩქარებოდათ. დარჩენილებს ვესაუბრეთ სტუდენტურ ცხოვრებასა და აქტივობებზე . კურსდამთავრებულების ფოტოებმაც გამოიწვია რეაქციები . სკოლის დირექტორმა თავისი მისზნებისთვისაც გამოიყენა ჩვენი შეხვედრა და ჩვენს მაგალითზე უთხრა მათ , რა გავიარეთ და როგორ მივედით აქამდე და გვთხოვა ორიოდე სიტყვა ამაზეც გვეთქვა. ჩვენ ,რა თქმა უნდა,გულახდილად ვუთხარით ყველაფერი და დირექტორის სახეზე კმაყოფილება აღიბეჭდა.

ლექციას არ ესწრებოდნენ მარტო ამ სკოლის მოსწავლეები , იყვნენ სხვა სკოლის რამდენიმე წარმომადგენელი და სამწუხაროთ , მათში უფრო დიდი ინტერესი აღვძარით , ვიდრე ადგილობრივებში ,თუმცა დამხვედრებს შორისაც იყო რამდენიმე ინტერესიანი თვალი , რომლებსაც ვატყობდი ,კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება სურდათ და მათ ჩვენი კოორდინატები იციან ,თუ რამე დასჭირდათ.სხვა სკოლელებიდან ერთ–ერთი ადგილობრივი გაზეთის ახალგაზრდა ჟურნალისტი იყო და ინტერვიუ აიღო და სხვათაშორის არ ველოდი ასეთ საინტერესო კითხვებს .  მოკედ , ყველაფერმა კარგად ჩაიარა და წარმატებული პრეზენტაცია გამოგვივიდა. მადლობა ქუთაისის 24–ე საჯარო სკოლის დირექციას ასეთი მიღებისთვის და სოც–პოლის სტუდენტებს (ქეთისა და გიორგის) ამ პროექტის ორგანიზებისთვის . ვფიქრობ ,წარმატებული პროექტია და უნდა გაგრძელდეს. თუ გაგრძელდა, პირობას ვდებ, მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვები.
                                                                       ეს მე, ჩემი ფაკულტეტის წარდგენისას

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: