WELCOME TO REALITY

„რატომ არაფერში მიმართლებს ?!“ – უკვე მერამდენედ გამიელვა თვაში ამ ფრაზამ და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა დიდი ხმით გამოვუცხადე უკმაყოფილო მეს : „ რაში  არ გამიმართლა??  რა გინდა მეტი??  შესანიშნავი ცხორება გაქვა!  გაიხედე გარეთ!! გადაწიე ფარდები და გაიხედე, რას ხედავ?! – აი, ვის არ უმართლებს არაფერში! “

ცოტა შერცხვენილმა (ან კი ვისი მრცხვენოდა საკუთარი თვის?!   სირცხვილი…
რა ცუდი სიტყვაა. ცოტა მაშინებს კიდეც,მაშინაც კი როცა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეორე მესი შეიძლება მრცხვენოდეს) და გაბრაზებულმა(არც საკუთარ თავზე გაბრაზებაა უკვე უცხო,აი მერამდენედ გამიფუჭა გუნება ჩემივე ფიქრმა) საკიდიდან ქურთუკი ავიღე და სარკეში ბოლოჯერ შევხედე საკუთარ თავს..ირონიულად გავუღიმე და კარი გამოვაღე…

ისევ თოვლით დაფარული ქუჩა. სუფთა ,საოცრად სუფთა ჰაერი.. ოხ, როგორ მიყვააარს… სიცივე ჯერ ცხვირზე მელამუნება ,შემდეგ მთელს სახეზე და ბოლოდ მთელი ჩემი სხეულიც უკვე მის განკარგულებაშია…  მცივა, თუმცა კი მსიამოვნებს… ქუჩაში ხალხს ვაკვირდები, თითქოს მეუცხოვება აქაურობა, ათასჯერ გატკეპნილი ჩემი ქუჩაც კი დღეს განსხვავებულად გამოიყურება … ვაკვირდები ხალხს,როგორ ცდილობენ უფრო მეტად ჩაძვრნენ თავიანთ ისედაც საშინლად დიდ მოსაცმელებში. მხოლოდ თვალებიღა უჩანთ და ისიც ისე დაეწვრილებინათ ნამქერისგან თავის ასარიდებლად რომ თავის ცხვირსღა თუ დაინახავდნენ.. მე უფრო თამამად ვწევ თავს და უფრო მეტი სითამამით ვიხსნი ქურთუკს. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს ,თითქოს დედამიწის მთელი ატმოსფეროს ერთად შესუნთქვას ვცდილობ. ამაყად ვუშვერ სიცივეს მკერდს…

და ხმა ზურგს უკან : „ბაბუ გაცივდები“ .
მე მხოლოდ ვიღიმი,და მოტრილებას ვცდილობ.მინდა დავინახო ვინ შეიწუხა თავი ჩემთვის. თბილად ჩაცმული, “გამოწკეპილი“ მოხუცის მომლოდინეს ხელში თითქმის შიშველი,ცალი ფეხსაცმლითითა და ხელში ცელოფნის პარკში გახვეული მეოთხედი პურით,მაგრამ მაინც მომღიმარი შუახნის მამაკაცი შემრჩა.ასაკით არც ისე დიდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ცხოვრებას გაცილებით დიდი დაღი დაემჩნია მისთვის ,ვიდრე ნებისმიერი ჩვენთაგანი იმსახურებს… საოცარი სითბოთი და სიყვარულის ავივსე …
მივხვდი რომ სადაცაა ცრემლები იფეთქებდა თვალებიდან და მეც თავი დავხარე…

„მაპატიე თუ შეგაწუხა ამ გამოჩერჩეტებულმა მოხუცმა,მაგრამ ბაბუ ისე ცივა უთუოდ გაცივდები…შენი ჭირიმე შეიკარი ქურთუკი“ –გავოგნდი, ენა დამება, ყელში თითქოს ბურთი გამეჩხია,ვიხრჩობოდი… როგორ გამოიყურება ,როგორ აცვია,წარმომიდგენია როგორ წკეპლავს მის მთელს ტანს ეს აუტანელი სიცივე და ის კი ვიღაც ქარაფშუტა ,უცნობ გოგოზე ღელავს და თან ასე თბილად მიმართავს : „ბაბუ“….

და აი მაშინ კი ვიგრძენი სიბრალული.სიბრალული არა მისი არამედ ჩემი თავისა…
მე არაფერში მიმართლებს ხომ?? და ის?? ათასმა ფიქრმა ერთად გამიელვა, ვიდექი და შევცქეროდი ჩემს „ბაბუს“. არ ვიცოდი რა მეთქვა რა გამეკეთებინა,მერე უნებურად ჯიბისკენ ხელი წავიღე ,იქ არც თუ ისე ბევრი მაგრამ მაინც მეგულებოდა ფული.ამოვიღე ,გავუწოდე და „მადლობთ ბატონო ჩემზე ზრუნვისთვის,გთხოვთ გამომართვათ“–შემომხედა, გამიცინა , ასე სათნო ღიმილი ჯერ არ მინახავს. –„ამდენი რათ მინდა ბაბუ?! ღმერთის წყალობით არც ასე მიჭირს ,შენისთანა ახალგაზრდას ფული გამოვართვა,თქვენ უფრო გჭირდებათ ბაბუ, მე შემიწყალებს ვინმე,ფულიანი..“– არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ღირდა კი რამის თქმა?…
“არა მე მინდა,ძალიან მინდა ,რომ ეს გამომართვათ,გთხოვთ,გააკეთეთ ეს ჩემთვის“…

„მადლობა ბაბუ..დაგლოცოს ღმერთმა,დღეს ცხელ სადილს შევჩამ შენი წყალობით,თუკი შემიშვეს სადმე …“ ისევ გაიღიმა…
ისე ამოიოხრა თითქოს მთელი დარდი ამოაყოლა თან…   და თვალები..   ასეთი საოცარი თვალები ჯერ არ მენახა – ზღვავასვით ლურჯი და თოვლიილით სუფთა,ამავე დროს  საოცრად დარდიანი,ნატაჯი,მაგრამ მაინც სადღაც სიღრმიდან ისევ გამოჰკრთოდა თითქმის ჩამქრალი მაგრამ მაინც სხივი..       სხივი,ალბათ,იმედისა…

შემოვბრუნდი და წამოვედი…თავში ისევ მისი ნათქვამი სიტყვები მიტრიალებდა– „მე ღვთის წყალობით არაფერი მიჭირს“ და დილანდელი ფიქრები ამოტივტივდა თავში“არაფერში მიმართლებს“..  ოოოხ, აი ახლა კი საოცრად მრცხვენია,საოცრად…  არც კი ვიცი რა ვიფიქრე, როგორ მოვიხადო ბოდიში და მადლობა შევწირო უფალს…   ეკლესიისან ზარების რეკვის ხმა მომესმა…“უიჰ, წირვა უკვე დაწყებულა“ – ნაბიჯს მოვუმატე…

მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა ,თუმცა ამ მოხუცმა მასწავლა დავაფასო ,მიყვარდეს ყველა და ყველაფერი გარშემო…
ქუჩაში ერთხელ , ერთი მოხუცისგან ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე….
ეს, რეალობაა!

P.S. გამუდმებით დავეძებ ყველგან თვალებით ჩემს „ბაბუს“,თუმცა კი აღარსად მინახავს…

(Louri) 

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: