აბსურდი ! მარაზმი ! დომხალი ! – ანუ ქაოსი თსუში

მეორე სემესტრის რეგისტრაცია წარმატებით გავიარე . უფრო სწორად, მეგონა, გავიარე .დილით არჩეული საგნები ბაზამ თავისით ამიორთქლა. ჯანმრთელობის გამო ვერ ვახერხებდი უნივერსიტეტში წასვლას , ამიტომ 2 დღის წვალების შემდეგ საგანი დამიბრუნეს , მაგრამ სხვა ლექტორით. მიუხედავად ამისა, მაინც წარმატებულად ვთვლიდი რეგისტრაციას . სწავლის დაწყებამდე კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა ცხრილი , მაგრამ საბედნიეროდ , არცერთი საგანი არ გამწითლებია, რაც იმას ნიშნავს ,რომ დამთხვევები არ მქონდა , იმას თუ არ ჩავთვლით , რომ ერთ კონკრეტულ სრულ დროზე(ერთი საგანი მიმთავრდებოდა და მეორე მეწყებოდა) მეხუთედან მეორე აკადემიურ კორპუსში უნდა ჩამოვსულიყავი .

ვერც სწავლის დაწყებიდან პირველ კვირას მოვახერხე უნივერსიტეტში გამოცხადება, მაგრამ უნივესიტეტის გაუმართავი სტუქტურა ჩემთვის უცხო არაა საგანი ,რომელიც არაფერში მჭირდებოდა და მხოლოდ ლექტორის გამო ავირჩიე , აღმოჩნდა, ლექტორს სქესი შეუცვლია და მამრობითი გამხდარა. ასევე  სემიანარისტი ,რომელიც ჩემს ბაზაში ეწერა, უბრალოდ, არ არსებობს იმ საგანზე .

ამასაც შევეგუე, დავთანხმდი სხვა ლექტორს და არასებულ სემინარისტს ,მაგრამ ყოველგვარ ზღვარს სცილდება ,როცა დღეს შუადღეს სრულიად შემთხვევით შევდივარ ბაზაში და იქ მხვდება ერთ –ერთი საგანის ყველაფერი წაშლილია! 1 საათის შემდეგ ისევ შევდივარ და ვხედავ , ცხრილს წითელი ფერი შეჰპარვია და ჩემი რეაქცია – მადლობა თსუ ! რა იქნება შემდეგი?!

ეს კიდევ არაფერია იმასთან , რაც უნივერსიტეტის თვითმმართველობაში ხდება და რაც სტუდენტთა საყოველთაო აღშფოთებას იწვევს! დაუშვებელია 21–ე საუკუნეში ძალადობით და საქმის გარჩევებით ხდებოდეს პრობლემების მოგვარება. მრჩება შთაბეჭდილება , რომ ვიღაცებს 90–იანების ნოსტალგია შემოაწვა . კრიტიკის , საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და საწინააღმდეგო აზრის გამოხატვისთვის სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებიან!  სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა ეს ინფორმაცია,     წარმოიქმნა ასოციაციები  და გაჩნდა  მსგავსი ფოტოები  .

                    ეს ფოტო შარშან , დაახლოებით ამ დროს გავცელდა Facebook–ში იმავე მიზეზით(სტუდენტების ცემის გამო) და წელსაც იმავე მიზეზით დაუბრუნდა სოციალური ქსელის მომხმარებლების ავატარებს და ისევ აქტუალური თემა გახადა.

საქმის დეტალებს ჩაღრმავებას აქ არ დავიწყებ , უბრალოდ შემოთავაზებთ სხვახასხვა ლინკებს, რომლითაც შეძლებთ მეტ–ნაკლებად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ და წაიკითხოთ სტუდენტების შეფასებებიც .

http://studentebi.com/?p=233

http://ethnorevaz.wordpress.com/2012/03/14/fake-tvitebi/

http://ipiqre.blogspot.com/2012/03/blog-post_15.html

http://iberieli.wordpress.com/2012/03/14/%E1%83%A2%E1%83%A9%E1%83%99%E1%83%91-%E1%83%97%E1%83%A1%E1%83%A3/       ესენი , რა თქმა უნდა არ არის სრული ჩამონათვალი ,მაგრამ არმდენიმე ამოვარჩიე .

უნივერსიტეტის რექტორმა გუშინვე გააკეთა განცხადება, რომელმაც ჩემი და  არა მარტო ჩემი გაოცება გამოიწვია , ის ყველაფერს პოლიციას ანდობდა, მაგრამ დღეს სტუდენტების მიერ ორგანიზებულს აქციაზე , ბატონი ალექსანდრე სიტყვით გამოვიდა და ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ  


ოდესმე, გვეშველება რამე ?! …

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: