Justin Bieber

პირველად ამ ახალგაზრდა მომღერლის შესახებ  გავიგე მეგობრისგან , რომელმაც სკაიპში ვიდეო გამომიგზავნა  და მითხრა ნახე რა კარგი ბიჭის ვიდეოს მივაგენიო , რა საყვარელია და რა კარგად მღერისო და როდესაც ვიდეო ვნახე , ჩემი რეაცია იყო – “ვინაა ეს ბავში ? ”  .  მასაც იმავე კითხვა დავუსვი და ცოტა არ იყოს , გაბრაზდა კიდეც. ბავშვი კი არა  , ეს ესა და ესააო (ისტორია თქვენც იცით ) . 

გავიდა დრო და მე არც მისი მუსიკები მომისმენია და არც მასზე მსმენია რამე , მაგრამ გავიდა იდევ უფრო მეტი დრო და თინეიჯერი გოგონების უმრავლესობა მის სახელს გაიძახოდა და მათი მობილურების ზარებსაც ამშვენებდა ” ბეიბე , ბეიბე, ბეიბე  ოოო “ . ბიჭების უმრავლესობას გაუჩნდა პროტესტი ახალგაზრდა მომღერლის მიმართ . ბრალს სდებდნენ და სდებენ , რომ არცხვენს მამრობით სქესს, სახელს უტეხს  და ყველას აღიზიანებს ის ფაქტი , რომ ეს საყვარელი ბავშვი როგორ არის ასეთი პოპულარული , თვითონ ხომ ასეთი “მუჟიკია” და წესით ის უნდა პოპულარულობდეს . კიდე  გავიდა დრო და ადრეული ასაკის თინეიჯერებს უფრო მეტად შეუყვარდათ selenaს საქმრო , ხოლო გვიანდელ თინეიჯერებს უკვე აღიზიანებთ კიდეც ეს “სუპერ სთარი” და სოციალურ ქსელებში გაჩნდა https://www.facebook.com/pages/Dear-God-give-us-back-Kurt-Cobain-and-we-will-give-you-Justin-Bieber-Amen/114419211931416  (Dear God,give us back Kurt Cobain and we will give you Justin Bieber . Amen) ასეთი ფეიჯები .   ჯასტინი ბრალდებულ იქნა , უსმენობასა და უნიჭობაში . ამასთან ერთად მისი ჩაცმულობა და ქცევები მაინც აქტუალური თემაა.

ამ რამდენიმე დღის წინ  დავესწარი საღამოს ” მუსიკა და ადამიანი” , სადაც ფსიქოლოგები( გაგა ნიჟარაძე , გიორგი დონაძე )  და მუსიკოსები იყვნენ – მათ შორის დავით ევგენიძეც . საკითხი შეეხო ბიბერსაც , რომელზეც ორმა მუსიკოსმა თქვა, რომ სულაც არ არის უნიჭო და უსმენო . შევეცდები ერთ– ერთი მუსიკოსის სიტყვების პერიფრაზი გავაკეთო – ” ჯასტინზე არის უამრავი ლანძღვა– გინება, მოიხსენიებენ უშვერი სიტყევბით და სინამდვილეში ის სულაც არაა უნიჭო . საქმე ისაა, რომ მას აქვს ნახევარ მილიარდიანი ყურება ვიდეოებზე , როცა კურტ კობიანი და სხვები 10 მილიონს ვერ ცდებიან . სწორედ იმან , რომ ამდენი მნახველი ჰყავს და ფაქტობრივად სულ ძალით გჩრიან მის მუსიკას გამოიწვია უარყოფითი ემოციები და დამოკიდებულება მის მიმართ, თორემ მას რომ 3 – 4 მილიონი ნახვა ჰქონოდა. აქ, ახლა რამდენიმე თქვენგანი იტყოდით , რომ – იციით , მე გუშინ ერთ ძალიან კარგ ბიჭის ვიდეოები ვნახე იუთუბზე, მოვუსმინე და მომეწონა ” . ამ სიტყვებს დაეთანხმა დათო ევგენიძეც და ჯასტინის რამდენიმე სიმღერასაც კი გაუწია რეკომენდაცია – მაგრამ ისიც დასძინეს  , რომ ეს უაზროდ პოპულარულობა ბიბერისთვისაც კი ზედმეტია ) .

დაახლოებით იმავე შეფასება მიიღო LADY GAGA–მ , მაგრამ განსხვავებული იყო ის , რომ მასთან მიმართებაში გამოიყენეს სიტყვა “უნიჭიერესი ქალბატონი “ .

სწორად ამის თქმა მინდოდა, რითაც დავიწყე , იმ ჩემმა მეგობარმა ერთ– ერთმა პირველმა მიაკვლია ჯასტინს და ძალიან მოეწონა , აღფრთოვანებული მიგზავნიდა ვიდეოს, მაგრამ ახლა არც მას მოსწონს  , რაც მისმა “გაპაპსავებამ ” გამოიწვია. რაც შეეხება ჩემი და ჩემი თანაავტორის დამოკიდებულებას მომღერლის მიმართ – ისეთივე ნეიტრალურია , როგორიც პირველი მოსმენისას იყო , მაგრამ მისი და მერაიას საახალწლო სიმღერის ეს ვერსია ძლაიან მომწონს )  

P.S. გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს .

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • tiberieli  On 09/04/2012 at 5:47 PM

    ხოო გეთანხმები ეს ბიჭი ნიჭიერია ლედიგაგაც ვაფშე ნიჭიეერ :დ აი ლილვეინზე რატომ აფანატებენ არ ვიცი და ვერც ვერასდროს მივხვდები თუმცა ზიზღი არ მიჩნდება :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: