არჩევნები თსუ–ში

ის, რომ თსუში არჩევნები იწყებოდა, გავიგე ერთ–ერთი კანდიდატისგან , რომელიც ცდილობდა მხარდამჭერები მოეგროვებინა და ეს ჯერ კიდევ იმ დროს , როცა არავინ არაფრის საქმის კურსში არ იყო . ვაღიარებ , წარმატებული მეთოდია. ჯერ არავინ არაფერი იცის, პირველი ავრცელებ ინფორმაცის, ითხოვ თანხმობას რომ შენ დაგიჭირონ მხარი , ისინიც გეთანხმებიან და ფაქტობრივად ნახევრად მუჭში გყავს უკვე , თუ უშუალოდ არჩევნების დღემდე შეინარჩუნე ის პრესტიჟი/პატივისცემა/დადებითი ემოცია, რაც პირველი მიწერისას მოიპოვე.

მეც ასე “მომადგნენ” , ჩემი ხმაც თავისად დაიგულეს და მეგოობრებში აგიტაციაც  მთხოვეს .
ის, რომ მათ თითქმია არავინ იცნობს და წარმოდგენაც არ აქვთ ვინ არიან მათთვის არაფერია, მთავარია ხმა მიიღონ და ეს იმიტო უნდა მოხდეს , რომ მე მყავს მეგობრები , რომლებმაც უნდა დამიჯერონ და პირობითად “ანგელა მერკელს” მისცეს ხმა და თუ საჭირო გახდა მერე აუხსნიან ყველაფერს.  არაა, მე ასე მუშაობა არ შემიძლია! ))

ვერ ვიტყვი ,რომ ყველა ასე იქცეოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც იყო

დავინტერესდი და აღმოჩნდა , რომ  “ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” გარდა სხვა კანდიდატები არ იყვნენ წარდგენილი არჩევნებზე და მაშინათვე შევთავაზე ჩემ მეგობარ თორნიკე ბაქაქურს (Tb Iberieli) მიეღო მონაწილეობა. დამერწმუნებით, არაა ადვილი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა და დარეგისტრირდა კანდიდატად, რისთვისაც სჭირდება 111 ხელმოწერა, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ცოტა ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ მეორე კურსელები (ოთარ კობახიძე, ასლან ართმელაძე და ლევან ლორთქიფანიძე) , რომლებაც შემომთავაზეს არჩევნებში ერთიანი ძალებით გავსულიყავით . ალბათ, ჩემ გარდა ყველა მოელოდა ჩემ არჩევნებში ჩართვას, მაგრამ ამ ადამიანებისგან შემოთავაზება იმდენად მაცდური იყო (დამეთანხმებით ,ჩემი ზემოთ ჩამოთვლილი სტუდენტები გამოირჩევიან თავისი აქტიურობითა და უნივერსიტეტზე ზრუნვით) დავთანხმდი და არჩევნებამდე 14 დღით ადრე დავრეგისტრირდი კანდიდატობის მსურველად .  ასევე , მეც 111 ხელმოწერა მაქვს შესაგროვებელი .

როცა ხელმოწერების შეგროვება დავიწყე, ყველაზე დიდი პრობლემა რასაც წავაწყდი იყო :
1. “იცი , მე უკვე მიცემული მაქვს ხმა”  
2. “ჩემი მეგობარი იღებს მონაწილეობას და ხელს ვერ მოგიწერ”
3. “აუ , ვიღაცასთან ვარ ჩაწერილი და შენთანაც უნდა ჩავეწერო თუ რა ხდება? ”
4. “ეს ის არის, რაღაც 7 ხმაო ? “
5. ” აუ მერამდენე უნდა მოვიდეს”
6.  ”  ჩვენ თვითთმათველობას ვაძლევთ 7–ვე ხმას და მერე ისინი გაინაწილებენ”

მივმართავ სტუდენტებს/კურსელებს :
1. მე არ ვაგროვებ ხმებს, ვაგროვებ მხოლოდ ხელმოწერებს , რათა მომეცეს საშუალება ვიყავრო კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად. 
2. თქვენ არავისთვის გაქვთ მიცემული ხმები და ამით ნუ შეიბოჭებით . 
3. არჩევნები არის 18 მაისს და მხოლოდ იქ უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი და უნდა შემოხაზოთ კანდიდატი , რომელსაც თვლით , რომ ღისეულია და იმსახურებს გამარჯვებას ან თუნდაც თქვენ 1 ხმასაც. 
4. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მეგობრებით. რადგან შენი მეგობარია, არ ნიშნავს , რომ ის ნამდვილად საუკეთესო კანდიდატია     გამარჯვებისთვის.  გთხოვთ , იყოთ მაქსიმალურად ობიექტურები შეფასებისას. 
5. კარგად გადახედეთ თქვენს არჩევანს , ჯერ კიდევ გაქვთ დრო .

შეიძლება, ცოტა დაგვიანებულია არჩევნებში ჩაბმა, მაგრამ მე მაქვს ჩემი თანაკურსელების იმედი . ვიცი , რომ არიან სტუდენტები , რომლებსაც შეიძლიათ გონივრული არჩევანის გაკეთება და საღი აზრის დაფიქსირება.  ჩვენ ახლა ერთიანი მოქმედება გჭირდება, რათა შევძლოთ ღირსეული კონკურეცნიის გაწევა!

სწავლის დაწყების დღიდან ამას გავიძახი

სწავლის დაწყების დღიდან ამას გავიძახი ))

თსუს პრეზენტაციისას

თსუს პრეზენტაციისას,პროექტ “თსუ დესპანის” ფარგლებში

 

მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგო ჩემი სათქმელი  , ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი !

 გაგა გვენეტაძე 

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: