ამერიკული ზღაპრები|რეცენზია

  როდესაც ქართველ მკითხველს დათო ტურაშვილის შემოქმედების გაცნობა სურს,უმრავლესობა ან თავად ირჩევს ,ან სთავაზობენ,რომ წაიკითხოს მისი სავიზიტო ნაწარმოები „ჯინსების თაობა“,რომელიც საქართველოში გახმაურებული თვითმფრინავის გატაცების მეტ–ნაკლებად დოკუმენტური ასახვაა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა და ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი ,როდესაც მეგობარი შემოვიდა პალატაში და სხვა ვიზიტორებისაგან განსხვავებით ხელში ნარინჯისფერი წიგნი ეჭირა და მკრთალად გავარჩიე წარწერა –ზღაპრები(დანარჩენ ასობგერებს თითები ეფარებოდა) . მაშინვე მივხვდი რა წიგნიც ეჭირა ხელში. მან იცოდა, რომ ტურაშვილის გაცნობის სურვილი მქონდა და  „ამერიკული ზღაპრებით“ დამადგა თავს. საღამოს 6 საათზე წყდებოდა მნახველების საათი და დავიწყე კითხვა, გვერდზე გადავდე „ჯადოსნური მთა“–იმედია, თომას მანი მომიტევებს.უბრალოდ, იმ დროს ზღაპრები უფრო კარგი წასაკითხი იყო ჩემთვის.

  ზოგადად,უცნობი წიგნის სათაური ,ისევე როგორც უცნობი ადამიანის გარეგნობა ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში და დიდ ყურადღებას ვაქცევ. რა თქმა უნდა, შეიძლება სათაური ( ადამიანის  შემთხვევაში გარეგნობა) მაცდური აღმოჩნდეს და შიანაარსი ისეთი მომხიბვლელი არ იყოს როგორც სათაური, მაგრამ ტურაშვილი იმედებს არ მიცრუვებს. ამ მწერალს ნამდვილად შეუძლია ეფექტური სათაურების შერჩევა და სათაურზე დაყრდნობით შინაარსის განვითარება. ავესე მცირედი ინტრიგის მომგვრელია სათაურის ქვემოთ მიწერილი „მხოლოდ დიდებისთვის“ და აღნიშვნის ღირსია ეპიგრაფები,რომლესაც ავტორი ისევე როგორც ამ მცირე რომანში , ზემოთხსენებულ „ჯინსების თაობასა“ და „ჩაძირული ქალაქის ღამეში“ იყენებს და ძალიან მომგებიანადაც.

„ამერიკული ზღაპრები“ მცირე რომანია, რომელიც 16 ქვეთავისაგან შედგება და სულ რაღაც 176 გვერდს ითვლის, ძალიან უშუალო ენითაა ნაწერი , რაც მკითხველს დაღლის შესაძლებლობას არ აძლევს . ეს არის ისოტორია ქართველი ახალგაზრდა მწერლისა, რომელიც 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ნაცვლად, სპეციალური პროგრამით მიდის ამერიკაში , ქვეყანაში სადაც ზღაპარსა და რეალობას შორის ზღვარი თითქმის არ არსებობს.
კითხვისას შთაბეჭდილება შემექმნა,რომ ავტორის მოგზაურობის დოკუმენტურ მასალებს ვეცნობოდი , მაგრამ ზოგი რამ იმდენად გაზვიადებულია და ისეთ ფერებშია დახატული მართლა ზღაპარი გეგონება. იმ 100 დღის განმავლობაში,რაც ნაწარმოების მთავარმა გმირმა ამერიკაში გაატარა მოასწრო ეპოვნა ძველი შეყვარებულის ყოფილი საცხოვრებელი , შეხვედროდა და ესაუბრა საუკეთესო ამერიკელ მწერალთან  – კურტ ვონეგუტთან, წაეკითხა ლექცია საქართველოსა და ქართულ კულტურაზე ამერიკელთათვის და არა მარტო მათთვის (ქართული მუსიკის ისტორია–„ყოველი დღე შაბათია“,რომლითაც ავტორმა სტუდენტებს ქართული ყოფა გააცნო ერთ–ერთი დასამახსოვრებელი მონაკვეთი იყო ჩემთვის), შესწრებოდა 11 სექტემბრის მოვლენებს,შემთხვევით შეხვედროდა ამერიკული გარეგნობის ქართული წარმომავლობის გოგონას, ემოგზაურა ჩიკაგოში (თვითონ ავტორი მას მოიხსენიებს, როგორც “შიქეიგოუ” და ცუდად ახსენდება ეს პერიოდი) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეხვედროდა, გაეცნო და შეყვარებოდა ამერიკელი მუსიკოსი პიეტა ბრაუნი.

ნაწარმოები მართლაც მცირე რომანია პირდაპირი გაგებით, რადგან პიეტასა და მთავარ გმირს შორის მართლაც იყო რაღაც ნაპერწკლები,მაგრამ რომანამდე საქმე არ მისულა და ამ შემთხვევაში ალბათ მათ უფრო გაუმართლა, ვინც 37 მანეთად მიფრინავდნენ მოსკოვში . ავტორი არა მარტო მოვლენებს აღწერს, არამედ წარსულსაც  იხსენებს და ამ მხრივ ყველაზე დასამახსოვრებელი ჯეინ ფონდას სასაქრთველოში სტუმრობის ფაქტია, რომელსაც ერთი ქვეთავი აქვს დათმობილი და დასათაურებულია,როგორც „ელარჯი“.

როდესაც პიეტასა და დათოს სატელეფონო დიალოგს ვკითხულობ და მერე მოვლენების განვითარებაც გვაჩვენებს,რომ აქ ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი რომ ყოფილიყო სხვანაირად განვითარდებოდა სიტუაცია. მრჩება სიტუაცია, რომ ქართველობამ და საკუთარმა მორალმა სძლია ავტორს და პიეტა მართალი იყო როდესაც ებნება:
„ –May be, but you love me until you are here in this country and in three weeks you go back to your Georgia and your love will disappear and you will forget me as you forgot someone else who was before me…”
თუმცა მერე პიეტა თავად უკეკავდა და ამერიკაში დარჩენას, აეროპორტში მანქანით დაგხვედრასა და მასთან ცხოვრებას სთავაზობდა , მაგრამ ავტორს უკვე აღარ ეჩქარებოდა – მისი თვითმფრინავი იქვე იდგა.

დათო ტურაშვილის თვალით დანახულ 100 დღიან ამერიკულ ზღაპარში ორი საღამოს განმავლობაში ვცხოვრობდი და ისევე როგორც ყველას, ამერიკა მეც ჩემი აზღმოჩენა მეგონა .  ამ წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს ))  .

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: